World Rugby საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირების შესახებ წერს

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/GeorgianRugby/

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის ოფიციალურმა საიტმა world rugby-მ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფების წინასამატჩო მიმოხილვა გამოაქვეყნა.

აი, რას წერს საიტი საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირებაზე:

"ბოლო 4 გუნდში საქართველო ერთადერთი გუნდია, რომელმაც ამ ჩემპიონატზე გამარჯვების მოპოვება შეძლო, თუმცა ამან არ შეუწყო ხელი ძირითადი შემადგენლობის შენარჩუნებას.

იმ სასტარტო შემადგენლობიდან, რომელმაც შოტლანდიას მოუგო, 9 მორაგბე ითამაშებს ფიჯის წინააღმდეგ ძირითადში, მათ შორის - ლუკა ნიორაძე, რომელმაც გამარჯვების მომტანი ლელო დადო.

თედო აბჟანდაძე, რომელმაც ნიორაძის დადებული ლელო გარდასახა, ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა და ქართველთა 10 ნომერი
ეცდება, "ახალგაზრდა ლელოელებს" ტურნირზე მეორე გამარჯვების მოპოვებაში დაეხმაროს.

მიუხედავად იმისა, რომ ფიჯის ჯგუფში შეხვედრა არ მოუგია, ოკეანელები საკმაო ხანი უწევდნენ დიდ წინააღმდეგობას საფრანგეთს, უელსსა და არგენტინას. ისინი მოტივირებულები არიან, რომ მსოფლიოს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნების შემდეგ თავი აარიდონ დაქვეითების პლეი-ოფში თამაშს.

უელსთან გამართულ მატჩთან შედარებით, გუნდში 9 ცვლილებაა. სხვებთან ერთად, ძირითად შემადგენლობას ეტონია ვაქა, ქალებ მუნცი და რატუ ვაქანინავატუ დაუბრუნდნენ. ფლანგის მოთამაშის ტრავმის გამო გუნდის "ფულბექი" ოსეა ნატოგა მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს."

შეგახსენებთ, შეხვედრა დღეს, 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. მატჩის ხილვა "რაგბი TV"-ზე შეგეძლებათ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იტალიამ მოუგო შოტლანდიას, ასე რომ 11 ადგილისთვის თამაშს აზრი არ ეკარგება. იმედია 9 ადგილისათვის ვითამაშებთ იტალიის წინაღმდეგ.
0

ასევე დაგაინტერესებთ