თედო აბჟანდაძე: მატჩის შედეგით გახარებულები არ ვართ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა იტალიის 20-წლამდელთა გუნდთან მარცხის შემდეგ მსოფლიო რაგბის ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა:

"მატჩის შედეგით ნამდვილად არ ვართ გახარებულები, თუმცა ეს ჩვენი მეოთხე ასპარეზობა იყო 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე და ბედნიერები ვართ, რომ ადგილი შევინარჩუნეთ.

პირადად მე ძალიან მიხარია, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე მესამედ ვითამაშე, რადგან ეს ძალიან კარგი ტურინირია."

ამის შემდეგ ინტერვიუერმა წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ იმედია, თედოს მსოფლიო თასზე ვიხილავთ, რაზეც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა უპასუხა: "მეც ამის იმედი მაქვს."

შეგახსნებთ, "უმცროსი ბორჯღალოსნები" 2019 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის
უკანასკნელ მატჩში იტალიასთან 17:29 დამარცხდნენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რომ არა მსაჯის დახმარება , იტალიას დიდი ანგარიშითაც მოუგებდით , მარა ამ უკანასკნელმა ბიჭები სულიერად გატეხა ...
და ამაზე რატომ არავინ არ საუბრობს ?
ბესო
22:34 23-06-2019
0