"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამშობლოში ჩამოსვლის ზუსტი თარიღი ცნობილია

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GeorgianRugby/

"უმცროსი ბორჯღალოსნები" 25 ივნისის დილის 03:05 საათზე სამშობლოში ბრუნდებიან.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები არგენტინაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ ათეულში შევიდა და ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა მსოფლიოს ელიტურ 12-ეულში ადგილი.

ამით "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" თავიანთივე რეკორდი გააუმჯობესეს, ვინაიდან აქამდე არც ერთ თიერ2 ნაკრებს ელიტაში აღზევების შემდეგ ზედიზედ 5-ჯერ ადგილი არ შეუნარჩუნებია.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ