ქართველების 2 ლელო - "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკას შეხვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 დეკემბერს "შევარდენზე" საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სამხრეთაფრიკელ თანატოლებს უმასპინძლა და ანგარიშით 21:28 დამარცხდა.

შეხვედრაში თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ და მე-9 წუთისთვის უკვე 7:0-ს იგებდნენ. მე-20 წუთზე ლაშა ლომიძემ საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

32-ე წუთზე კი ლომიძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა მინიმალური გახდა - 6:7, თუმცა მალევე სტუმრებმა კიდევ ერთი ლელო დაგვიდეს.

36-ე წუთზე კი უკვე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შეძლო ლელოს დადება, რომლის ავტორი საბა კურატაშვილი გახდა. მე-40 წუთზე გიორგი მარგალიტაძემ დადო ლელო და საქართველო
16:14 დაწინაურდა, ლომიძემ გარდასახა და ანგარიში 18:14 გახდა. 45-ე წუთზე ლომიძემ ჯარიმა ისევ ზუსტად შეასრულა და "უმცროსი ბორჯღალოსნები" 21:14 დაწინაურდა.

სამწუხაროდ, ამის შემდეგ ქართველებს ქულები აღარ მოუპოვებიათ, ხოლო სამხრეთაფრიკელებმა ორი ლელო დადეს და საბოლოოდ 28:21 იმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ მეორე ამხანაგური მატჩი 5 დეკემბერს გაიმართება.

სრული მატჩის ნახვა ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სასწაულები არიან ეს ბიჭები!!! და წარმატებები წინაა!
aleksandre
00:24 04-12-2019
0
ისევ კარგად წავაგეთ? და ვამაყობთ შედეგით?
შვანგირაძე
21:29 02-12-2019
57

ასევე დაგაინტერესებთ