"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", რომელიც 2020 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 16-22 იანვარს წლის პირველი შეკრება გაიარა.

წლის პირველ, ერთკვირიან შეკრებაზე მხოლოდ ის მორაგბეები არიან, რომლებიც ქართულ კლუბებში თამაშობენ. ბიჭებს დატვირთული მოსამზადებელი ეტაპი აქვთ, ფიზმომზადებისა და ბურთით ვარჯიშის მონაცვლეობით. შეკრების ბოლო დღეს 20-წლამდელები საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს ეთამაშნენ, რომელიც თავის მხრივ, ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

გუნდს მომდევნო, 3-დღიანი შეკრება 13-16 თებერვალს ექნება, 21-ში კი საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც ბოლო ორი წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულ საფრანგეთთან 26 თებერვალს და პირველ
მარტს ორი საკონტროლო შეხვედრა ექნება.

შეგახსენებთ, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამეადგილოსან სამხრეთ აფრიკასთან, დეკემბრის დასაწყისში თბილისში ორი საკონტროლო მატჩი გამართა და ორივე ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში დათმო.

2020 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატს 28 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. საქართველო B ჯგუფში ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და უელსის ნაკრებებთან ითამაშებს. "უმცროსი ბორჯღალოსნები" 12-გუნდა ელიტაში 2016 წელს აღზევდა და ტურნირში ზედიზედ მეხუთე წელია თამაშობს.

შეკრებაზე იყვნენ

შერკინება

პირველი ხაზი: ლუკა ახვლედიანი (არმაზი, 1), მამუკა მსტოიანი (აკადემია, 1), ნუგზარ სომხიშვილი (არმია, 1), გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი, 1); ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი, 2), საბა ხონელიძე (აია, 2); ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი, 3), ნიკა ნარმანია (არმაზი, 3), ირაკლი პურიჭამიაშვილი (ხარები, 3); ვაჟა მაისურაძე (ყაზბეგი, 4-5), გიორგი სინაურიძე (აია, 4-5), ლუკა ივანიშვილი (ჯიქი, 4-5), რობი ნერსეზაშვილი (ლელო-სარასენსი, 4-5); ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი, 6-7), საბა კურტანიძე (ხვამლი, 6-7), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი, 6-7), ანდრო ღარიბაშვილი (ხარები, 6-7), ლუკა კოხია (არმაზი, 6-7);

ხაზი

გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი, 9), გუგა მარგველაშვილი (აია, 9), ლუკა მატკავა (არმაზი, 9-10); სანდრო მარგიანი (აკადემია, 10), სერგი ჩხაიძე (იუნკერები, 10), ნიკა ცინცაძე (ხვამლი, 10), გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი, 10); ლაშა ლომიძე (აია, 12), ირაკლი სიმსივე (აია, 12), გივი ცინცაძე (არმაზი, 12), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი, 13), ზაურ ლუტიძე (ხვამლი, 13); თემურ კოხოძე (აია, 11), ზურაბ ქავთარაძე (ხარები, 11), ნიკოლოზ ძნელაძე (აია, 14), ბაქარ ზედგინიძე (ხარები, 14), დავით გობეჯიშვილი (აია,15), ზურა ქობელაშვილი (ხვამლი, 15).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მწვრთნელი არის ეს!
იდალგო
22:02 23-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.