"უმცროსი ბორჯღალოსნები" - ოთხი ცვლილება შოტლანდიასთან

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" ხვალ, საქართველოს დროით 19:00 საათზე, 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას შოტლანდიასთან გამართავს.

პირველ ორ შეხვედრაში საქართველომ მასპინძელ იტალიას და უელსს სამ-სამი ლელო გაუტანა, მაგრამ ორივე შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა, შესაბამისად – 36:19 და 30:24. უელსთან 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის "ბორჯღალოსნებს" ბონუს-ქულა შეხვდა და ჯგუფში მესამე პოზიციაზეა. შოტლანდიას უელსმა 45:15, ხოლო იტალიამ 34:14 მოუგო და 0 ქულით ბოლო ადგილზეა.

6 ივლისის შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი ჯგუფურ ეტაპს მესამე ადგილზე დაასრულებს და 12 ივლისს, პლეი-ოფში "ა" ჯგუფის
მესამეადგილოსანს შეხვდება. ამ ჯგუფის დასკვნითი შეხვედრები დღეს გაიმართება, ამ მომენტისთვის კი სატურნირო ცხრილში ასეთი სიტუაციაა – სამხრეთი აფრიკა (10 ქულა), ინგლისი (5), საფრანგეთი (5) და ირლანდია (0).

უელსთან ნაბრძოლ ძირითად შემადგენლობაში მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ ოთხი ცვლილება განახორციელა. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს პირველად იწყებს საბა ლიპარტელიანი, რომელიც წინა ორ შეხვედრაში მარქაფაში იყო. შეიცვალა ღერძიც, სადაც 9 ნომრის პოზიციაზე დავით ხუროშვილი დაბრუნდა, ხოლო მგეზავად - პეტრე ხუციშვილი (ლელო).

დანარჩენ ოთხ პოზიციაზე მორაგბეებმა ადგილი შეინარჩუნეს – ცენტრში იოანე მეტრეველს თორნიკე კახოიძე შეუწყვილდება, ფრთებზე კი გაგა ქევხიშვილი და შალვა აფციაური იდგებიან.

ერთი ცვლილებაა პირველ ხაზში, სადაც სასტარტო შემადგენლობაში ალექსანდრე ქუნთელია ბრუნდება. დანარჩენი 7 პოზიცია უცვლელია – მარცხენა ბურჯი გიორგი მამაიაშვილია, კვაჭი გიორგი მაისურაძე, მეორე ხაზში ალექსანდრე ბურდული და გიორგი კერვალიშვილი შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში თამაშს ლაშა ციხისთავი, რატი ზაზაძე და ბექა შვანგირაძე იწყებენ.

შალვა აფციაური, თორნიკე კახოიძე, გაგა ქევხიშვილი, ალექსანდრე ბურდული, ლაშა ციხისთავი და ბექა შვანგირაძე, ზედიზედ მესამე მატჩია სასტარტო შემადგენლობაში არიან.

20-წლამდელთა 6 ერის ზაფხულის სერიები. B ჯგუფი
6 ივლისი. ტრევიზო. მესამე რაუნდი (19:00)
შოტლანდია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. საბა ლიპარტელიანი (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. იოანე მეტრეველი (ლელო), 11. გაგა ქევხიშვილი (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), 4. ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), 6. ლაშა ციხისთავი (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი);

მარქაფა: 16. ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი), 17. სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო), 19. პაატა გალდავა (აია), 20. ბექა გელხვიძე (ლელო); 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 23. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 24. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 25. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 26. ვიტალი ირემაძე (ბათუმი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ვიდეო: შავლეგ მახარაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
გუშინ თამაშები რომ ვნახე,ყველა გუნდი უკეთესად თამაშობდა,წინა ტურებთან შედარებით.ესე იგი ფორმაში შევიდნენ,შეთამაშდნენ და ალბათ შოტლანდიაც ასე იქნება.ეგეც არ იყოს მოგების გარეშე ტურნირის დამთავრება,რა თქმა უნდა არ სურთ და მოგებისათვის ყველაფერს გაიღებენ.ჩვენმა ბიჭებმაც მგონი იგრძნეს,რომ ამ გუნდებს ქვევიდან მაღლა არ უნდა უყურონ და თავისუფლად შეგვიძლია,მათთან თანაბრად ბრძოლა და დამარცხებაც.ასე რომ კარგი,ორმხრივად აგრესიული და ორმხრივ შანსებიანი თამაში უნდა წავიდეს.დიდი იმედი მაქვს,რომ პირველ გამარჯვებას ჩვენ მოვიპოვებთ და საამისო რესურსიც,ნამდვილად აქვს ამ ნაკრებს.ასე რომ მიაწექით ბიჭებო,უჩვენეთ,რომ კაცები ხართ და გაიმარჯვეთ!დღეს თქვენი გამარჯვება,სამომავლოდ,უფრო მნიშვნელოვანიც კი მგონია,ვიდრე საქართველოს დიდი ნაკრების თუნდაც გამარჯვება,იტალიასთან.თქვენ ხომ ქართული რაგბის მომავალი ხართ.
სოსო
12:17 06-07-2022
0