რადგან ეს 2025 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი თამაში იყო და მის ძირითად მიზანს მორაგბეთა საქმეში ნახვა და სელექცია წარმოადგენდა, "უმცროს ბორჯღალოსნებს" განაცხადში 37, ხოლო აფრიკელებს 30 მოთამაშე ჰყავდათ. მთლიანობაში, ეს იყო ხარისხიანი ტესტი, რომელმაც სამწვრთნელო შტაბს დაანახა როგორც ძლიერი, ასევე შედარებით სუსტი მხარეები.
"ავჭალაზე" გამართული მატჩის საწყის 20 წუთში თამაშის დალაგება გაგვიჭირდა. ბურთს უმეტესად მეტოქე აკონტროლებდა. სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ
კონტაქტის არეში, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი შეცდომებით ისარგებლეს და სამი ლელოთი, 19:0 დაწინაურდნენ. ტაიმის შუაში პირველად გადავედით მეტოქის ნახევარზე, ბურთზე კონტროლი დავამყარეთ, აფრიკელები ორჯერ დავაჯარიმეთ და 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი შოთა ხელაძის პირველი საპასუხო ლელოთი დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მოლით და დერეფნიდან გათამაშებული კომბინაციით მოგვიანებით ლელოები კიდევ გავიტანეთ, მანამდე კი მოედნის ცენტრში ლევან კეპულაძემ მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა, ოვალს თავად დაეუფლა და ლელოში საბა ლაღაძე დაგეზა. დავით წიკლაურის გარდასახვები არაზუსტი იყო.
ნელ-ნელა თამაში დავალაგეთ და 34-ე წუთზე ჩამორჩენა კიდევ უფრო შევამცირეთ. ამჯერად აფრიკელები მოლში კარგად დაგვიხვდნენ, მაგრამ საქმეში ხაზის მოთამაშეებიც ჩაერთვნენ და ბექა ნეფარიძემ მესამე ლელო გაიტანა, წიკლაურმა კი ძელის გავლით გარდასახა. ზედ შესვენების წინ აფრიკელებმა კიდევ ერთხელ ისარგებლეს კონტაქტის არეში უპირატესობით, 22-ში ეტაპობრივად წინ წაიწიეს და ლელოს ზუსტი გარდასახვაც მიაყოლეს - 17:26.

მეორე ტაიმი საქართველოს შეტევებით დაიწყო და 49-ე წუთზე დერეფნიდან გათამაშებული კარგი კომბინაციის შემდეგ მეოთხე ლელო გავიდა. სტუმრები მოლით შეტევას ელოდნენ, მაგრამ ბურთი საბა ლაღაძეს ჰაერიდანვე ჩამოუგდეს, მანაც მოკლე ფრთაზე შეუტია და დუბლი შეასრულა. გარდასახვა ამჯერადაც ძელს მოხვდა.
შემდგომი 10-15 წუთის განმავლობაში მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ. აფრიკელები ხშირად ჯარიმდებოდნენ და 10 წუთით მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ, რითაც 64-ე წუთზე ვისარგებლეთ. ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ნუგზარ ქევხიშვილმა სისწრაფეში მიიღო გადაცემა, მცველთან კონტაქტში შევიდა და ბურთი ისე დაამიწა, გიორგი ჯაშმა კი გარდასახა და 3 ქულით დაგვაწინაურა.

სტუმრებმა ლიდერობა 3 წუთში დაიბრუნეს, ფრთაზე მეტოქემ ორ მცველს იოლად აუარა გვერდი და მარტივი ლელო გაიტანა, შეხვედრის მიწურულს კი მეტოქემ მიზანს მეექვსედაც უწია და 38:29 გაიმარჯვა.
"უმცროსი ბორჯღალოსნებისა" და სამხრეთ აფრიკის სერიის მეორე მატჩი 28 თებერვალს "ლელო არენაზე", 15 საათზე დაიწყება.

ორმატჩიანი ტესტ-სერიის პირველი შეხვედრა
თბილისი. „ავჭალა“.
საქართველო - სამხრეთ აფრიკა 29:38 (17:26)
საქართველო:
ხაზი: 15. ანდრია ნიქაბაძე (წიქარა), 14. გივი სოსელია (ხვამლი), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);
შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. გიორგი კაკალიაშვილი (ვალო), 4. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 5. გაგა მარგველაშვილი (რასინგი), 6. საბა ლაღაძე (აია), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).
მარქაფა: 16. ბექა ნეფარიძე (ხვამლი), 17. ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), 18. ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), 19. ლევან კეპულაძე (ბორდო), 20. გიორგი ხუროშვილი (ლელო), 21. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 22. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია); 24. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 25. ანრი შველიძე (ბრივი), 26. ირაკლი უსუბიანი (სურენსი), 27. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 28. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 29. თემურ წულუკიძე (ოიონა), 30. ანდრო დვალი (პერპინიანი), 31. დავით ბარამია (ტულონი), 36. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 37. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 38. გიორგი ჯაში (არმია), 39. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 40. ლუკა კეშელავა (არმია), 41. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე, ზურაბ ამონაშვილი

Rugby.ge