ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა 25 აგვისტოს ამხანაგური თამაში "სურენსთან" გამართეს, მეტოქეს 4 ლელო გაუტანეს და მასპინძლები 24:21 დაამარცხეს. ჩვენს გუნდს 28-ში "რასინგ 92"-ის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ პარიზელებმა პირი გვიტეხეს და შეხვედრა არ შედგა.
შედეგად, "სტად ფრანსესთან" დაგეგმილმა ერთობლივმა, კონტაქტურმა ვარჯიშმა და ერთტაიმიანმა თამაშმა ერთი დღით გადმოიწია და ის 31-ის ნაცვლად 30 აგვისტოს ჩატარდება.
ჩვენი 18-წლამდელები ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ამონაშვილმა ფრანგულ შეკრებაზე
30 მორაგბე წაიყვანა.
18-წლამდელები ფრანგულ შეკრებაზე
შერკინება: გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), გიგი ჭუმბურიძე (აია), შოთა ხელაძე (აია), გიგა თუთისანი (აია), ნიკა გაბედავა (ხარები), დავით მჭედლიშვილი (ლელო), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), კახა შეყილაძე (ხვამლი), ჯაბა ოდიშარია (ლელო), გიორგი გერგედავა (აია), ნიკა ლომიძე (ხარები), ნიკა აბესაძე (ლელო), ლუკა სულუაშვილი (ხვამლი), ანდრო დვალი (ლელო), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები);
ხაზი: ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), ლადო ტყაბლაძე (აია), გელა ხელაძე (ლელო), გუჯა მახარაშვილი (აია), ლუკა ჭინჭარაული (ლელო), გიორგი ხაინდრავა (ლელო), რატი პაპაშვილი (აკადემია), ლუკა კობაური (აკადემია), ლუკა კეშელავა (არმია), ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), ზურა ნინიძე (ბათუმი), ნიკა გოგუა (არმაზი), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ლუკა ცირეკიძე (ლელო).
Rugby.ge