U20. ლელოები და მარცხი ახალ ზელანდიასთან - საქართველომ მსოფლიო თასზე სარეკორდო მერვე ადგილი დაიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან 26:50 დამარცხდა.

მეტოქემ შეხვედრა აშკარად უკეთ დაიწყო, ჩენი გუნდის უხეში შეცდომებით ისარგებლა და 33:0 დაწინაურდა. პირველი ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრები გააქტიურდა და ორი ლელო-გარდასახვით ანგარიში შეამცირა. ლელო მიქაძემ და ხონელიძემ დადეს, ორივე გარდასახვა კი ხუციშვილმა გამოიყენა. თანაც, მსაჯმა უმცროსი „ოლ ბლექსის“ მორაგბე გაასინბინა.

„უმცროსი ბორჯღალოსნები“ მეორე ტაიმშიც აქტიურები იყვნენ, 51-ე წუთზე მესამე ცდიდან მოლი ჩაგვიქციეს, მსაჯმა ყვითელი ბარათი ჩვენი მოწინააღმდეგის მორაგბეს უჩვენა, მრავალფაზიანი შეტევის შედეგად აბრამიშვილის აშკარა
ლელო არ ჩაგვითვალეს. თუმცა, ქართველები ისევ მიეძალენ, ი. აფციაურმა ლელო გაიტანა, ხოლო ხუციშვილმა ზუსტად გარდასახა. კილასონიას შეგირდებმა ზეწოლა გააგრძელეს, გააძლიერეს, ხონელიძემ მოლიდან ლელო გაიტანა, ხუციშვილმა ვერ გარდასახა და ანგარიში 26:33 გახდა. სამწუხაროდ, შემდეგ ახალზელანდიელებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს და გაიმარჯვეს.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“
საქართველო – ახალი ზელანდია 26:50
საქართველო
ხაზი:
15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გიორგი ნიკოლაძე (აია), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა ხორბალაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მკითხველის კომენტარები / 38 /
ხორბალაძეს რა მაგარი ბოჭვები ჰქონდა. კარგი დაცვა აჩვენა.
ნოდარ
01 აგვისტო 2023 02:33
0
ახალი ფურცელი გადაშალეს ამ ბიჭებმა ქართული რაგბის. მოუთმენლად ველოდები ეროვნულში მაგათ გამოჩენას.
გიორგი
15 ივლისი 2023 16:23
0
დაახლოებით 10 წუთის შემდეგ,ნერვიულობა შევწყვიტე და ზელანსიელების თამაშით ტკბობა დავიწყე.მართლაც დიდებულად თამაშობდნენ.33-მდე რომ ავიდნენ და საქმე მოთავებულად ჩათვალეს,უკვე ჩვენები გაბრაზდნენ და მთელი 35 წუთი,ახლა მათი თამაშით ვიყავი აღტაცებული.ზელანდიელები წავშალეთ მოედნიდან და რომ არა მსაჯის,განსაკუთრებით კი,ვარის არაობიექტურობა,ზელანდიელები,ფეხქვეშ საყრდენს ვეღარ იპოვიდნენ.ჯერ ტაიმის ბოლოს,გასაძევებელი ზელანდიელი არ გააძევა და მხოლოდ გაასინბინა,მერე რამდენიმე წვრილი,მაგრამ აშკარა დარღვევა არაობიექტურად შეაფასა და ბოლოს,ჩვენი მეოთხე ლელოს დადებამდე ორიოდე წუთით ადრე,ისეთი ლელო გაგვიუქმა,ვარმა,ჩვენც სრულიად აშკარად რომ დავინახეთ,მისი დამიწება.ამან,ზელანდიელებს იმედი დაუბრუნა,ჩვენ კი,რწმენა შეგვირყია და მიუხედავად იმისა,რომ ორ წუთში მაინც დავდეთ ეს ლელო,ორივე გუნდი,უკვე სულ სხვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო.ნერვიულობა,ხუციშვილსაც შეეტყო და გარდასახვა გაუფუჭდა,ამის შემდეგ კი,შეცდომას,შეცდომა მოჰყვა.ბიჭებმა,გამარჯვების შესაძლებლობა იგრძნეს და ანერვიულდნენ,ზელანდიელებმა კი,პირიქით,თამაში კვლავ იპოვეს.ორი წუთით ადრე დადებული კანონიერი ლელო რომ ჩათვლილიყო,იმ ორ წუთშიც კი,უფრო მეტად დემორალიზებულ ზელამდიელებს,სავარაუდოდ თავის წამოწევის საშუალებას აღარ მივცემდით და შეხვედრას,ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანდით.ისევ სამხრეთ აფრიკასთან წაგების ისტორია განმეორდა:გრანდთან გამარჯვების შანსი ვიგრძენით,ავღელდით და თამაში აგვერია.შეგვიძლია ვთქვათ,რომ აფრიკასთანაც და ზელანდიასთანაც,უელსისაგან განსხვავებით,თამაში,ჩვენ წავაგეთ.დიახ,ჩვენ წავაგეთ!მაგრამ რაკი ჩვენ წავაგეთ,გამოდის რომ მათი დამარცხება,უკვე ჩვენს ხელშია და მალე,აუცილებლად დავამარცხებთ.ბევრია ისეთი ქვეყანა,რომელიც ერთ თვეში,ინგლისს,არგენტინას და იტალიას დაამარცხებს,სამხრეთ აფრიკასთან და ზელანდიასთან კი,მხოლოდ საკუთარი და მსაჯის შეცდომების გამო დამარცხდება?მხოლოდ უელსმა გვაჯობა თამაშით და ალბათ ირლანდია საფრანგეთი თუ დაგვამარცხებდა(ძალიან დალაგებულად თამაშობდნენ ორივე ნაკრები).ასე რომ ჩვენ,ამ ასაკში მაინც,უკვე ვართ ტიერ 1 გუნდი და იმედია იგივე სტატუსის ამბიციას,პირველი ნაკრებიც დაადასტურებს,თავისი კარგი თამაშით.
ნაკლოვანებებზე,გულშემატკივრებიც და სპეციალისტებიც,ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ,ახლა კი,მადლობა გუნდს,მადლობა მწვრთნელებს და მადლობა ყველას,ვინც ამ ნაკრების მომზადებაში რაიმე წვლილი დაიდო.შესანიშნავი ჩემპიონატი ვნახეთ და იმედით სავსეები ვემშვიდობებით,ამ ფორმაციის ნაკრებს.ორიოდე წელიწადში,ბევრი მათგანი,უკვე პირველ ნაკრებში ითამაშებს და დარწმუნებული ვარ,რეიტინგის პირველ ათეულშიც მალე შევაბიჯებთ!თქვენს გასავლელ გზას დაგილოცავთ,ბიჭებო და უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ,მომავალში!
სოსო
15 ივლისი 2023 15:26
0
6 ერი,კომერციული ტურნირია და ცოცხალი თავით არ უნდათ,ჩვენი იქ შეშვება,რაგბი ევროპაზე კი,დიდი ხანია,მეტოქე აღარ გვყავს და რომ არც დაუმალავთ მიზეზი,გათამაშების ფორმულა შეცვალეს,იქნებ ვინმემ,როგორმე დაამარცხოსო,საქართველოს ნაკრები!მსაჯებიც ეხმარებიან და შეძლებისდაგავარად ეხმარებიან ჩვენს მეტოქეებს,მაგრამ ამაოდ.ჩვენებს,გართულებულ პირობებში ვარჯიში გამოსდით და კიდევ უფრო ძლიერდებიან.ასეთივე სურათია შავი ლომის თამაშებშიც და ეს,განსაკუთრებით,ამერიკულ ტურნეში გამოჩნდა,სადაც საუკეთესო მორაგბეები,მეტოქის რიგებში,ჩვეულებრივ,შეხვედრის მსაჯი იყო და მეტოქის ნახევარი გუნდის საქმეს აკეთებდა!ჩვენები ამას ირონიული ღიმილით ხვდებოდნენ და უფრო შეკრული და ენერგიული თამაშით ებრძოდნენ შეთქმულებს.კი,გვამარცხებდნენ კიდეც,მაგრამ ისეთ გამოცდილებას და სათამაშო პრაქტიკას იღებდნენ ბიჭები,რომ ახლა ვეღარაფერი შეაშინებთ.რაც არ გკლავს ის გაძლიერებსო და ჩვენც თვალდათვალ ვძლიერდებით.მსოფლიოს თასზე,არა მგონია გაბედონ ასე გადავლა,სხვაგან კი,რაც უნდათ ის ქნან,ჩვენთვის უკეთესიცაა!
სოსო
15 ივლისი 2023 21:28
0
აბსოლიტურად ვეთანხმები სოსო-ს. არავის უხარია კონკურენტის წარმატება და ხშირად მსაჯების დახმარებით გვიპირისპირდებიან, გვძირავენ. სამწუხაროდ ეს უმსგავსოება შემდგომშიც გაგრძელდება. ან უნდა გავხადოთ მსაჯების მიკერძოებული მსაჯობა რაგბის ხელმძღვანელ ორგანოებში მსჯელობის საგანი, ან მსაჯიანად უნდა ვისწავლოთ მეტოქის დამარცხება.
თენგაბი
15 ივლისი 2023 19:22
1
მიუხედავად ხელიდან გაშვებული შანსია, (ეგ არაფერი სპორტია ბოლოს და ბოლოს) ბიჭებს დიდი მადლობა, კარგები ხართ ძმებო! ღმერთმა ხელი მოგმართოთ. აწი თქვენს შემდეგ თაობას ველოდებით უფრო მეტი წარმატების იმედით.
ქორ-პარიკმახერი
15 ივლისი 2023 13:44
0
აუცილებლად ასე იქნება!სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ვარჯიშობს,სულ უფრო მეტ საწვრთნელ ბაზაზე,სულ უფრო მეტად განსწავლულ ახალგაზრდა მწვრთნელებთან ერთად და სულ უფრო უადვილდებათ,მსოფლიოს წამყვან სარაგბო ქვეყნებთან თამაშების ჩატარება.მათ ბავშვობიდანვე პროფესიონალებად ზრდიან და ეს,აუცილებლად გამოიღებს შედეგს.მთავარია,თვითონვე არაფერი ავრიოთ(როგორც გვჩვევია)
სოსო
15 ივლისი 2023 15:33
0
ასეთ განსწავლულ ნაკრებში გასაკვირია ხორბალაძისნაირი თამაშის სტილი. პირველად ვნახე რაგბისტი, რომელიც პასს საერთოდ არ იძლევა?! სწრაფია, მაგრამ პასის გარეშე რაგბი არსებობს?
15 ივლისი 2023 12:13
1
არა და პირველ შეხვედრაში ამდენი შეცდომა რომ არ დაგვეშვა რეალური იყო სამ აფრიკის დამარცხება და ოთხეულში მოხვედრა
მიხო
15 ივლისი 2023 11:17
0
კარგი ბრძოლა გამოვიდა მეორე ტაიმში, მაგრამ ერთი უნდა ითქვას ჯიღაურმა ძალიან შეანელა თამაშის ტემპი
ანონიმური
15 ივლისი 2023 07:06
2
გუშინწინ ტყემალაძემ,თუ ასე გავაგრძელეთ 8-10 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონები გავხდებითო! მეთქი უბერავს თქო,მაგრამ ახლა დავრწმუნდი რომ არ ტყუოდა! დიდი მომავალი გვაქვს!
დიმა
15 ივლისი 2023 02:01
9
მადლობა ბიჭებო ბრძოლისთვის!
იპონი
15 ივლისი 2023 00:25
1
aleqsas shen shens patrons mixede tu gyolia rodesme shen martla sxvarameze zixar da sxvas miirtmev nab .... varo ar damblokot
Simartle
14 ივლისი 2023 23:59
12
ვაიმე მართლა რა სირტანჯულა ხარ შე საცოდავო.. პატივცემულო ადმინისტრაციავ რომ გადმოდგა ეს მართლა ფალ..სი და პატრონებს გვიხსენებს აქ ყველას ვისაც რაგბი გვიყვარს, ნაკრები გვიყვარს და ბიჭებს ვგულშემატკივრობთ, იქნებ დაბლოკოთ და გააჯ..ნოთ ამ საიტიდან საერთოდ.
ალექს
15 ივლისი 2023 16:07
0