U20. ლელოები და მარცხი ახალ ზელანდიასთან - საქართველომ მსოფლიო თასზე სარეკორდო მერვე ადგილი დაიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან 26:50 დამარცხდა.

მეტოქემ შეხვედრა აშკარად უკეთ დაიწყო, ჩენი გუნდის უხეში შეცდომებით ისარგებლა და 33:0 დაწინაურდა. პირველი ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრები გააქტიურდა და ორი ლელო-გარდასახვით ანგარიში შეამცირა. ლელო მიქაძემ და ხონელიძემ დადეს, ორივე გარდასახვა კი ხუციშვილმა გამოიყენა. თანაც, მსაჯმა უმცროსი „ოლ ბლექსის“ მორაგბე გაასინბინა.

„უმცროსი ბორჯღალოსნები“ მეორე ტაიმშიც აქტიურები იყვნენ, 51-ე წუთზე მესამე ცდიდან მოლი ჩაგვიქციეს, მსაჯმა ყვითელი ბარათი ჩვენი მოწინააღმდეგის მორაგბეს უჩვენა, მრავალფაზიანი შეტევის შედეგად აბრამიშვილის აშკარა
ლელო არ ჩაგვითვალეს. თუმცა, ქართველები ისევ მიეძალენ, ი. აფციაურმა ლელო გაიტანა, ხოლო ხუციშვილმა ზუსტად გარდასახა. კილასონიას შეგირდებმა ზეწოლა გააგრძელეს, გააძლიერეს, ხონელიძემ მოლიდან ლელო გაიტანა, ხუციშვილმა ვერ გარდასახა და ანგარიში 26:33 გახდა. სამწუხაროდ, შემდეგ ახალზელანდიელებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს და გაიმარჯვეს.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“
საქართველო – ახალი ზელანდია 26:50
საქართველო
ხაზი:
15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გიორგი ნიკოლაძე (აია), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა ხორბალაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მკითხველის კომენტარები / 38 /
ხორბალაძეს რა მაგარი ბოჭვები ჰქონდა. კარგი დაცვა აჩვენა.
ნოდარ
02:33 01-08-2023
0
ახალი ფურცელი გადაშალეს ამ ბიჭებმა ქართული რაგბის. მოუთმენლად ველოდები ეროვნულში მაგათ გამოჩენას.
გიორგი
16:23 15-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ