"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნითი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ლადო კილასონიას შეგირდები 14 ივლისს, ჩვენი დროით 19 საათზე სტელენბოშში, „დენი ქრეივენ სთედიუმზე“ მე-7 ადგილისთვის ტურნირის 6-გზის ჩემპიონ (12 ჩემპიონატში) უმცროს "ოლ ბლექსს" ერკინებიან. აქამდე ჩვენს 20-წლამდელებს მათ წინააღმდეგ ორჯერ უთამაშიათ და გამარჯვება ორივეჯერ მეტოქეს დარჩა – 2016 წელს 55:0 და 2019 წელს 45:13.

უელსთან გამართული მე-5-მე-8 ადგილების ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნების" სასტარტო რაზმში 7 ცვლილებაა. პირველ ტურში, სამხრეთ აფრიკასთან მატჩის შემდეგ, დამწყებთა შორის ბრუნდება ფულბეკი ვაჟა მიქაძე, ლუკა ცირეკიძე კი ფრთაზე გადაინაცვლებს. ცირეკიძე სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებს. ხაზის მოთამაშეებიდან მეხუთედაა საწყის 15-ეულში მეორე ფრთა შალვა აფციაური, ასევე ცენტრი თორნიკე კახოიძე და მგეზავი პეტრე ხუციშვილი. უელსთან მატჩის შემდეგ ძირითადში ბრუნდებიან ცენტრი გიორგი შველიძე და 9 ნომერი დავით ხუროშვილი.

შერკინების ხაზში ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებენ მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი და მესამეხაზელები – რატი ზაზაძე და გუნდის კაპიტანი ლაშა ციხისთავი, რომელიც წინა მატჩის შემდეგ ფლანკერის პოზიციას უბრუნდება. შერკინების შემკვრელად ბრუნდება ნიკა ლომიძე, მეორე ხაზში კი ღანიაშვილს გიორგი გერგედავა შეუწყვილდება. პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა სერგი აბრამიშვილმა, მარჯვენა ბურჯად ბადრი ციხისთავს, კვაჭად კი ბასა ხონელიძეს ვიხილავთ.

მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა თამაზ ჭამიაშვილმა, ბურჯმა ირაკლი აფციაურმა, მეორეხაზელმა გიორგი ნიკოლაძემ, მესამეხაზელმა თორნიკე ღანიაშვილმა და 9 ნომერმა ალექსანდრე ჯიღაურმა, ასევე ფრთა ლუკა ხორბალაძემ. წინა მატჩის მსგავსად შეცვლაზე არიან გიორგი მამაიაშვილი და გელა ხელაძე.

„უელსთან შეხვედრის შემდეგ ცხელ გულზე ვთქვი, რომ მეტოქე ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა, მაგრამ როდესაც თამაში გავარჩიეთ დავინახე, რომ ასე ნამდვილად არ იყო. 2-3 შეცდომა დავუშვით, რის გამოც მდევრის როლში აღმოვჩნდით და ამან ჩვენი გეგმები შეცვალა. რაც შეეხება ახალ ზელანდიასთან მომავალ თამაშს, ვინც რაგბის უყურებს, ყველამ იცის როგორი სახიფათო გუნდია ის, განსაკუთრებით კონტრშეტევისას და მაშინ, როცა სწრაფი ბურთი აქვს. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. შევეცდებით ჩვენი თამაში ერთი საფეხურით კიდევ უფრო წინ წავწიოთ“ – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

VII ადგილისთვის

14 ივლისი. პარასკევი. 19:00 საქ. დრო

სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“

საქართველო – ახალი ზელანდია

საქართველო

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გიორგი ნიკოლაძე (აია), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა ხორბალაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

Rugby.ge

ჰჰჰ
ნიჭიერი არ არის. 3 წელი რომ ხარ ერთი გუნდის მთავარი 10 ნომერი ხარ რა დონეზეცაა მარტო მაგის დამსახურებაა. ნიჭიერი მორაგბე ასეთი გამოცდილებით ეგეთ შეცდომებს არ დაუშვებდა
გიორგი 50
გამარჯობა ყველას! აქ ვინც ვწერთ აბსოლუტურ უმრავლესობას ,,მოყვარეს პირში უძრახეს '' პრინციპი გვამოძრავებს და გული რომ გვტკივა... ვეთანხმები გიორგის შეფასებებში: ორი ლელო ვაჩუქეთ... და დავამატებ, რომ პეტრემ ცუდად ურტყა გარდასახვები, უნდა გამოასწოროს ნიჭიერი ბიჭია, ამ ასპექტში მინიმუმ 6 ქულა დავკარგეთ, არადა მისმა უელსელმა ვიზავმა თითქმის ყველა გაიტანა. დაუმატეთ 14-ს 6 ქულა. და რასაც მიიღებთ, მაგით წავაგეთ... წარმატებები ლომებს ზელანდიასთან...
გიორგი
წარმატება ჩვენს გუნდს! ერთმა აზრმა მომჭრა ყური. უელსი იმ თამაშში ჩვენზე ერთი თავით უკეთესი არ იყოო. როცა მეტოქეს 2 ლელოს აჩუქებ, იმ თამაშში ერთი თავით ნაკლები ხარ. ასევე, სამხრეთ აფრიკასთან განიავებული დერეფნების ბრალია, რომ ერთი ქულაც კი ვერ ავიღეთ, რამაც ოთხეულისკენ გზა გადაგვიჭრა. არგენტინასა და იტალიასთან დაფრინავდნენ ბიჭები. გაიხარეთ!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"სწორედ ამიტომ, ხვიჩა დაბრუნდება და ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს" - სიომინი კვარაცხელიას ტრავმაზე
"როგორც ჯვარედინი იოგების ტრავმის ყოფილი პაციენტი, ასე ვფიქრობ" - ცნობილი რუსი კომენტატორი კვარაცხელიას ტრავმას ეხმაურება
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის