U18. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი

AutoSharing Option
2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის თასის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პრაღაში პორტუგალიას 19:3 სძლია და ზედიზედ მეხუთედ გახდა ჩემპიონი.

„უმცროსი ბორჯღალოსნები“ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯაბნიდა და პირველი ტაიმი 14:0 მოიგო (ლელო ბურთიკაშვილმა და დვალმა დადეს). მეორე ტაიმში პორტუგალიამ თამაში გამოასწორა, ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და ანგარიში შეამცირა. საქართველოს ნაკრებმა ხანგრძლივი შეტევებით უპასუხა, მსაჯმა მოწინააღმდეგის მორაგბე კარდოსო გაასინბინა, სპანდერაშვილმა ლელო გაიტანა, სირბილაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა და შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი
18
ნოემბერი. ფინალი
ჩეხეთი. პრაღა. „მარკეტა სთედიუმი“
საქართველო – პორტუგალია 19:3
საქართველო

ხაზი:
15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. სანდრო სესიაშვილი (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 9. გიორგი ჯაში (არმია);

შერკინება: 1. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 20. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 21. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 22. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 23. დავით ბარბაქაძე (არმია), 24. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 25. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 26. თემო წულუკიძე (იუნკერები).

მკითხველის კომენტარები / 9 /
როგორც იქნა,ვნახე ჩანაწერი.არც ერთი წამით,საეჭვო არ გაუხდიათ,მატჩის მიმდინარეობა და მიუხედავად მრავალი ნაკლისა,მაინც დამაჯერებლად დაამარცხეს,მოულოდნელად, პრინციპულად გამხდარი მეტოქე.ვიცი,რომ სამხრეთ აფრიკამ,მოულოდნელად გაგვიუქმა სპარინგტესტები,შედეგად მოსამზადებელი თამაშები მოგვაკლდა და ამის გამო,ბიჭებს,მაღალი დონის მეტოქეებთან ბრძოლის გამოცდილება აღარ მიეცათ,მაგრამ მათი საბაზო მომზადება,სრულიად საკმარისი აღმოჩნდა,ამ,საკმაოდ დაბალი დონის ტურნირის ,დამაჯერებლად მოსაგებად.რა თქმა უნდა აფრიკელებთან თამაში,სამომავლო გამოცდილების და ნაკლოვანებების აღმოსაჩენად უფრო იყო,განსაზღვრული,მაგრამ იმედია ამ სიცარიელეს,მომავალში შეავსებენ.აქ კი,ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას და წარმატებულ კარიერას ვუსურვებ,ყოველ მათგანს.კი,რამდენიმე პოზიციაზე,აშკარად გამოხატული სისუსტეები გვქონდა,მაგრამ კარგად მახსოვს,რიგორი უსუსური ჩანდა ლუკა მატკავა,სამხრეთ აფრიკაში ჩვენი 18 წლამდელების ტურნეს დროს და უკვე მომდევნო ტურნირებზე,როგორი სულ სხვა,საკუთარ თავში დაჯერებული შესანიშნავი მორაგბე შეგვრჩა,ხელში.შრომას ძალიან ბევრი რამე შეუძლია შეცვალოს ადამიანში.ჩვენს ბიჭებს კი,შრომა არ ეზარებათ და ამიტომ მჯერა,ყოველი ამათგანი,წარმნატებულ კარიერას შეიქმნის.
სოსო
20 ნოემბერი 2023 15:22
0
მაგათთან, რომ გათამამდებიან, შემდეგ შედეგიც დაიდება. ნახეთ როგორ უხარიათ. გაგიმარჯოთ ძმისშვილებო!!!!
რაგბი
19 ნოემბერი 2023 11:34
0
გილოცავთ ბიჭებო, წარმატებები
ქართველი
19 ნოემბერი 2023 10:43
0
ამ უაზრო ტურნირზე რა კლასი უნდა აიმაღლონ მაინტერესებს, შვეიცარიის დონის ნაკრებთან, ბარემ ალბანეთთან ათამაშონ და კვიპროსთან.
Gio
19 ნოემბერი 2023 06:23
4
სხვა რა გზა გვაქვს?თუმცა ამ ასაკში,6 ერის ტურნირზე ჩართვას გვპირდებიან.თუ გამართლდა,ძალიან მაგარი იქნება.
სოსო
19 ნოემბერი 2023 13:34
0
ვულოცავ ბიჭებს და ბევრ წარმატებას ვუსურვებ! მაგრამ უნდა ითქვას, ეროვნული ნაკრების არ იყოს, ყველა ასაკობრივს თუ ამ ჩვენს ფრანჩაიზსაც მეორე ტაიმის პრობლემა აქვს…:( ამ ასაკში მაინც დაუყენეთ წესიერი მწვრთნელი რომ ბავშვებს ასწავლონ სწორი ტაქტიკით სწორი რაგბის თამაში!!! რა უბედურებაა ეს მეორე ტაიმი?!:( შავმა ლომმა მეორე ტაიმი 21-6 წააგო, ვერ გავიგე ამ ქართველ მწვრთნელებს რა ჭირთ?!
პაატა
18 ნოემბერი 2023 23:49
0
რაც მთავარია მსოფლიოზე ვერაფერს აკეთებენ იყვნენ ევროპის ჩემპიონები
BICHI
18 ნოემბერი 2023 23:27
36
მაგრად გიხარია არა
Dato
19 ნოემბერი 2023 01:31
0
ლომები! გილოცავთ, მადლობა თავდადებისთვის!!
კახა
18 ნოემბერი 2023 23:14
0

ასევე დაგაინტერესებთ