U18. საქართველო - ინგლისი. "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე დასკვნით მატჩს ხვალ, 7 აპრილს, ჩვენი დროით 17:30 საათზე ინგლისის წინააღმდეგ გამართავენ.

ინგლისი ერთადერთი გუნდია, რომელმაც 8-გუნდიანი ფესტივალის ფარგლებში ორივე შეხვედრა მოიგო. მან პირველ ტურში უელსი 36:35, მეორეში კი შოტლანდია 28:6 დაამარცხა.

თავის მხრივ საქართველო პირველ მატჩში შოტლანდიას დაუპირისპირდა და მას 8 ქულით ჩამორჩა (14:22), ხოლო სამი დღის წინ საფრანგეთი ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 20:19 დაამარცხა.

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, სავალდებულო როტაციის პრინციპით უმცროსი ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში 8 ცვლილებაა – 4 ხაზში და 4
შერკინებაში.

შერკინებაში შეიცვალა სამივე პირველხაზელი და თამაშს არჩილ ნოზაძე, ანრი შველიძე და გიორგი ტურაშვილი იწყებენ, მესამე ხაზში დაბრუნდა ლუკა გაბუნია. საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ მესამედან მეორე ხაზში გადაინაცვლა თორნიკე ტორაძემ. დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს მეორეხაზელმა ნიკოლოზ ჩხორთოლიამ და მესამეხაზელებმა – ლუკა საღინაძემ და გიორგი არძენაძემ.

ხაზში ძირითადში დაბრუნდნენ მგეზავი გიგი სირბილაძე, ცენტრები დავით ბარბაქაძე და დათა ახვლედიანი და ფულბეკი ნიკოლოზ ხალვაში. ადგილი შეინარჩუნეს გიგა ყიფშიძემ, რომელიც ფრთაზე გადაინაცვლებს, მეორე ფრთა ლეონიდე სალდაძემ და ჰავბეკმა დავით წიკლაურმა.

ფესტივალის ფარგლებში სასტარტოთა შორის მესამე თამაშს სამი მორაგბე იწყებს. ესენი არიან გუნდის კაპიტანი ლუკა საღინაძე, მეორეხაზელი ნიკოლოზ ჩხორთოლია და ხაზის მოთამაშე გიგა ყიფშიძე.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი. 7 აპრილი

პარმა (იტალია). სტადიო სერჯიო ლანფრანკი

საქართველო – ინგლისი (17:30 საქ. დრო)

საქართველო:

ხაზი:
15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);

შერკინება:
1. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 2. ანრი შველიძე (ბრივი), 3. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 4. თორნიკე ტორაძე (აია), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. გიორგი არძენაძე (ჩაქვი).

მარქაფა:
16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), 18. ნიკა კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 19. დავით ბარამია (ლელო), 20. გიორგი მეფარიშვილი (აია), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. ლუკა თვაური (ხვამლი), 23. საბა შარვაშიძე (აია), 24. იკა კვარაცხელია (ლელო), 25. იოანე ბასილაია (ლელო), 26. გიორგი ზაზაძე (ხარები).

მთავარი მწვრთნელი:
ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

30 მარტი


საქართველო – შოტლანდია 14:22

იტალია – პორტუგალია 30:14

ირლანდია – საფრანგეთი 7:50

ინგლისი – უელსი 36:35

3 აპრილი


უელსი – პორტუგალია 35:10

შოტლანდია – ინგლისი 6:28

საქართველო – საფრანგეთი 20:19

იტალია – ირლანდია 10:36

7 აპრილი


პორტუგალია – ირლანდია

საფრანგეთი – უელსი

ინგლისი – საქართველო

შოტლანდია – იტალია

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ ვიცი,როგორ წარიმართება ეს მატჩი,მაგრამ ჩვენებმა უკვე დაამტკიცეს,რომ ამ ასაკში მაინც,არავისზე ნაკლებები არ არიან.ამ თამაშში,მათ უფრო მეტის დამტკიცების შანსი აქვთ და სწორედ ამას შეეცდებიან.პნგლისი ერთადერთია,ვინც ორივე თამაში მოიგო და ამ ერთადერთობას თუ შევაწყვეტინებთ,დიდებული იქნება.თუ შებოჭილობა მთლიანად მოიხსნეს,ამის შანსიც მოგვეცემა.ძალიან ძლიერები არიან,ინგლისელები,მაგრამ არც ჩვენი ბიჭები ჩანან,ნამეტანი ხათრიანები.დერეფანში
შეცდომები და წესების სხვაობით გამოწვეული ჯარიმები,საგრძნობლად თუ შევამცირეთ,ყველა შანსი გვექნება,მიზნის მისაღწევად.თავისუფალ,ლაღწარმატებულ თამაშს ვუსურვებ, ჩვენ ბიჭებს.
სოსო
21:20 06-04-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.