20 წ. | ინგლისთან გამარჯვების შემდეგ

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, ექვსი ერის ჩემპიონ ინგლისს „ავჭალაზე“ 45:17 ვძლიეთ. ეს გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მას შემდეგ, რაც მეტოქეს 5 დღის წინ 7:31 ჩამოვრჩით.

„პირველი თამაშის შემდეგ ასეთი გადაწყობა ძალიან რთულია. სწორედ ეს ვუთხარით ბიჭებს სამწვრთნელო შტაბმა და მათ სასახელოდ უნდა ითქვას, ის მოახერხეს, რაც ძალიან ცოტას შეუძლია. მეუხერხულება, ისევ მე რომ ვდგავარ აქ. რომ არა უამრავი ადამიანის შრომა, რაგბის კავშირიდან სამწვრთნელო შტაბით დასრულებული, ასეთი დღეები არ იქნებიდა“ – თქვა 20-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა გუნდის კაპიტანმა ანდრო დვალმა:

„ინგლისი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მაგრამ მას საქართველოში დავხვდით და დღეს მათზე ორი თავით მაღლა ვიდექით. პატარ-პატარა დეტალებს მეტი ყურადღება მივაქციეთ, მაქსიმალურად მოვინდომეთ, ყველაფერი კარგად გამოგვივიდა და მეტოქეს ყველაფერში ვაჯობეთ. მთავარი ისაა, რომ გუნდმა წინა მატჩის შემდეგ ხასიათი შეიცვალა, მაშინდელ შედეგზე გავბრაზდით და დღეს ეს ტაბლოზე აისახა“.

„ამ თამაშმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. ახლა დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი ტიერ 1-ის გუნდისთვის დიდ საფრთხეს წარმოვადგენთ. დღევანდელ გამარჯვებაში ძალიან დაგვეხმარა გულშემატკივარი. ასეთი თანადგომა რომ არ ყოფილიყო, შედეგიც ვერ იქნებოდა ასეთი და მადლობა თითოეულ მათგანს გვერდში დგომისთვის“.

Sportall.Ge

ნიშვნელოვან გამარჯვებაში გულშემატკივრის როლზე ისაუბრა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა:

„უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება – მსოფლიო ჩემპიონატის წინ თბილისში ინგლისი და სხვა ტიერ1-ის გუნდები გვეწვევიან. ორი უმნიშვნელოვანესი თამაში გაიმართა და ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონთან ბიჭებმა გასაოცარი შედეგი აჩვენეს. ეს ანგარიში ისტორიას რჩება. მსგავსი გამარჯვებები დამატებით მოტივაციას გვძენს და ქართული რაგბის საუკეთესო მომავალს გვისახავს“.

„მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე მოთამაშეებმა გულშემატკივრებისგან მნიშვნელოვანი მუხტი მიიღეს. გულშემატკივარი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, იქნება ეს ეროვნულის, 20-წლამდელთა თუ 18-წლამდელთა ნაკრების თამაში. სწორედ ისინი ქმნიან განსაკუთრებულ გარემოს, სარაგბო ზეიმს, რომელიც ასეთ დღეებს ამშვენებს“.

„წარმატებას ვუსურვებ ამ ბიჭებს სამხრეთ აფრიკაში. მჯერა, ისინი წინა წლის მიღწევას, მინიმუმ, გაიმეორებენ“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
გენაცვალეთ! მომავალი ამ ბიჭებისაა და ეს ნიშნავს რომ მომავალი ჩვენია!
ქორ-პარიკმახერი
18:17 13-06-2024
0
წარმატებას ვუსურვებ ამ ძალიან მაგარ ბიჭებს და მთელ გუნდს სამხრეთ აფრიკაში!
გიორგი
18:07 13-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.