U20. 45:17 - საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია!

AutoSharing Option
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩში ინგლისელი თანატოლები 45:17 დაამარცხა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 16:5 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ანგარიში გაზარდეს და "ექვსი ერის" ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ქართველმა მორაგბეებმა ექვსი ლელო გაიტანეს: ორი ტატო ბურთიკაშვილმა, თითო-თითო კი გიორგი სპანდერაშვილმა, შოთა ხელაძემ და ნუგზარ ქევხიშვილმა. ლუკა ცირეკიძის ანგარიშზე 5-დან 4 გარდასახული ლელო, 4 გატანილი ჯარიმა და ჯამში 20 ქულაა.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით, 31:7 დასრულდა, ამჯერად კი ჩვენმა გუნდმა სრულფასოვანი რევანში აიღო.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ინგლისმა მეორე თამაშში გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა.
გულშემატკივარი
11:31 13-06-2024
20
ფანტასტიური შედეგია! ცოტა ხანში მსოფლიო ჩემპიონობასაც შევუტევთ. ნიჭიერი ერი ვართ. მოსახლეობა ათი მილიონი რომ გვყავდეს ალბათ ყველა სახეობებში ვიბრძოლებდით ჩემპიონობისათვის.
თენგაბი
01:45 13-06-2024
0