20 წ. | "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" დღეს საღამოს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ, სადაც 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება.

საქართველო ბ ჯგუფში ითამაშებს და 29 ივნისს ავსტრალიას (18:30 საქ. დრო), 4 ივლისს ირლანდიას (16:00), ხოლო 9 ივლისს იტალიას (18:30) შეხვდება. ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა რომელი ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას "უმცროსი ბორჯღალოსნები" და ვინ იქნება მისი მეტოქე ჯერ ნახევარფინალში (14 ივლისს) და მერე ფინალში (19 ივლისს).

სამწვრთნელო შტაბმა 30-კაციან განაცხადში 17 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშე შეიყვანა. 18 მოთამაშე 2004 წელსაა დაბადებული,
12 კი 2005 წელს. შემადგენლობაში 11 ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ.

თამაზ ჭამიაშვილმა, დავით მჭედლიძემ, გიორგი გერგედავამ, ნიკა ლომიძემ, თორნიკე ღანიაშვილმა, ალექსანდრე ჯიღაურმა, გელა ხელაძემ, ლუკა კობაურმა, ლუკა ხორბალაძემ და ლუკა ცირეკიძემ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე შარშანაც ითამაშეს.

უმცროსი ბორჯღალოსნები 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე

შერკინება: ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), ლუკა უნგიაძე (ნევერი), დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), მიხეილ ხახუბია (ლელო), შოთა ხელაძე (ლელო), ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), დავით მჭედლიძე (ტულონი), დავით ქუნთელია (პროვანსი), თემურ წულუკიძე (იუნკერები), მურთაზ ცხადაძე (არესი), დავით ლაგვილავა (გრენობლი), ანდრო დვალი (ლელო), ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), გიორგი გერგედავა (კლერმონი), ნიკა ლომიძე (ბეიონი), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო);

ხაზი: ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), გელა ხელაძე (ლელო), ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), გიორგი ხაინდრავა (ლელო), ლუკა კობაური (ლეუკატე), ლუკა კეშელავა (არმია), ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), ოთარ მეტრეველი (აია), ლუკა ხორბალიძე (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები:
თორნიკე ბუბუტეიშვილი, ზურაბ ამონაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

ექიმი: პაპუნა კუპრაშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ვიდეო: შალვა მახარაშვილი

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ისევ მხოლოდ ლელოს გუნდზეა აქცენტი გაკეთებული და გუნდის უდიდესი ნაწილი ან ლელოდან არის, ან არის ლელოდან უცხოეთში გადაბარგებული მოთამაშე.

სამწუხაროდ გრძლდება იგივე მიდგომა, რაც ბოლო ხუთი წელია და ისევ ერთი კლუბის გავლენით მიყავთ ბიჭები.

შეიძლება აღწევდნენ გარკეულ წარმატებას, მაგრამ ობიქტური სელექცია რომ იყოს უფრო მეტ შედეგს დადებდა გუნდი.

ეს არის გუნდი და არა ნაკრები.

რაც არ უნდა იყოს წარმატებებს ვუსურვებთ ბიჭებს, მაგრამ მწვრთვნელების და მენეჯერების მიდგომა აშკარად მიკერძოებულია.
რამაზ მართალი
11:56 19-06-2024
4
თუ ჩაისვარეს მწვრთნელებს მოეხვნებათ მინდორ-ველები.თუმცა ინგლისთან ჩატარებულმა ბოლო შეხვედრამ აზრი შემაცვლევინა და გამაოგნა.
1