U20. რა მატჩი! რა ემოციები! - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის მსაჯიანად მოუგო

AutoSharing Option
2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, მე-9-მე-12 ადგილების ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ფიჯი 40:36 დაამარცხა.

თამაში მართლაც საინტერესო და ლამაზი სანახავი გამოვიდა: დებიუტში ლაგვილავამ ყვითელი ბარათი მიიღო, მიუხედავად კაცნაკლულობისა ინიციატივას ქართველი მორაგბეები ფლობდნენ და საჯარიმოდან ცირეკიძემ დააწინაურა. შემდეგ მან კიდევ ერთი საჯარიმო გამოიყენა. ამას მეტოქის სწრაფი კონტრშეტევისას ლამაზი ლელო მოჰყვა, ზუსტადაც გარდასახეს და წინ გავიდნენ. თუმცა, კარგად აგორებული მოლის შედეგად ხახუბიამ ლელო გაიტანა, ცირეკიძემ კი უზადოდ გარდასახა. მერე ცირეკიძემ მორიგი ჯარიმის რეალიზება მოახერხა. ფიჯელები შერკინებაში აშკარად იჩაგრებოდნენ და არბიტრმა ყვითელი
ბარათი ნასაუს უჩვენა. მორიგი იერიშისას ლელო ბურთიკაშვილმა დადო, ხოლო ცირეკიძემ რთული პოზიციიდან ვერ გარდასახა. ბოლოს მოწინააღმდეგემ ლელოთი სხვაობა შეამცირა და პირველი ტაიმი 21:12 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ვიზავი მოგვეძალა, დვალმა ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი „უმცროსი ბორჯღალოსნების“ შეტევა შედეგიანი აღმოჩნდა - კოტორაშვილის გარღვევა გერგედავამ დააგვირგვინა, ცირეკიძემ გარდასახა, თუმცა მეტოქემ ორი ლელოთი და არაზუსტი გარდასახვებით გვიპასუხა. შემდეგ ლომიძის გარღვევას ლელო მოჰყვა, ცირეკიძემ გარდასახა. ამას ფიჯელთა მიერ ლელო-გარდასახვით ანგარიშის შემცირება მოჰყვა. ცოტა ხანში კვესელავამ ლელო დადო, ცირეკიძემ ვერ გარდასახა. ფიჯი იერიშებისას უფრო სწრაფი იყო, ისევ შეამცირა ანგარიში (40:36), შეხვედრა კიდევ უფრო დაიძაბა, ბოლოს კილასონიას შეგირდებმა შეუტიეს, ქუნთელიამ და კოტორაშვილმა ტრავმები მიიღეს და ვიხილეთ მიკერძოებული მსაჯობა - აგორებული მოლის შედეგად ჭამიაშვილმა ლელო გაიტანა, მაგრამ არ ჩათვალეს. გაწითლებულ დროში მეტოქე იერიშზე გადმოვიდა, ცხადაძეს ყვითელი ბარათი უჩვენეს, თუმცა ჩვენმა გუნდმა მაინც გაიმარჯვა.

მე-9-10 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, საქართველომ პირველი შეხვედრა ავსტრალიასთან 11:35 დათმო, ირლანდიასთან მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა (16:22), ხოლო იტალიას 28:17 მოუგო.

სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში. „დენი ქრავენ სთედიუმი“

საქართველო – ფიჯი 40:36

საქართველო

ხაზი:
15. ოთარ მეტრეველი (აია), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა:
16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).

მკითხველის კომენტარები / 22 /
ვამბობდი და ვამბობ, სანამ 6 ერში მიგვიღებენ რაიმე ფორმით(თუ მიგვიღებენ საერთოდ), მანამდე უნდა შევქმნათ შეჯიბრი 6-ი ერის ფორმატისა სადაც ითამაშებენ სამოა, ფიჯი, იაპონია, ტონგა, აშშ და საქართველო.
ვფიქრობ არცერთი აქ ჩამოთვლილი ნაკრები არ იტყვის უარს ამ ტურნირის თამაშზე.
ეს გაზრდის ყველა აქ ჩამოთვლილი ნაკრების დონეს და ტესტ მატჩებსაც უპრობლემოდ ითამაშებენ ამ ნაკრებებგან ტიერ 1 ის ნაკრებები, იგივე ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა,არგენტინა,ექვსი ერის ნაკრებები და პროგრესი გარანტირებული იქნება.
მესმის და გასაგებია რომ ფინანსური უზრუნველყოფა იქნება საჭირო ამ ახალი ტურნირის ორგანიზება-ჩატარებისთვის, მაგრამ ეს უკვე ამ ქვეყნების მესვეურებმა უნდა იზრუნონ.
ბათუმელი ექსპერტი
22:21 14-07-2024
3
ასე არ შეიძლება ესეთი მსაჯობა მსოფლიოზე სამარცხვინოა. ირლანდიასთან მსაობამ წაგვაგებინა და დღესაც იგივე სცენარი იყო რომარა ბიჭების თავდადება. ხმა მოიღოს ფედერაციამ ესეც დოპინგ სკანდალი ხომარაა! ეს აღარაა სპორტი რომარა ირლანდიასთან მსაჯების გამო წაგებული თამაში დღეს პირველ ოთხეულში უნდა გვეთამაშა.
beeq.777
20:37 14-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.