ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ინგლისს სამხრეთ აფრიკა 8 და მეტი ქულის სხვაობით რომ დაემარცხებინა, საქართველო მე-5-მე-8 ადგილების ნახევარფინალში გავიდოდა. მაგრამ თამაში 17:12 დასრულდა და სამხრეთ აფრიკამ ნუგეშ-ქულა მიიღო, რამაც უმცროსი ბორჯღალოსნები მესამე მესამეადგილოსნად აქცია და შედეგად, ლადო კილასონიას შეგირდები მე-9-მე-12 ადგილების ნახევარფინალში მოხვდნენ.
იქ ჩვენი მეტოქე ფიჯი იქნება, რომელსაც ჯგუფური ეტაპის შემდეგ 12 გუნდს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს: კუნძულელებმა სამივე თამაში დათმეს – სამხრეთ აფრიკასთან
საქართველომ პირველი შეხვედრა ავსტრალიასთან 11:35 დათმო, ირლანდიასთან მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა (16:22), ხოლო იტალიას 28:17 მოუგო.
იტალიასთან თამაშის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ტრავმა მოიშუშა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველად ითამაშებს მესამეხაზელი გიორგი გერგედავა. სხვა მხრივ იტალიასთან მოგების შემდეგ შერკინებაში ცვლილებები არაა: პირველ ხაზში თამაშს ლუკა უნგიაძე, მიხეილ ხახუბია და დავით მჭედლიძე იწყებენ, მეორეში დავით ლაგვილავა და თემურ წულუკიძე, ხოლო მესამეში ანდრო დვალი და ნიკა ლომიძე.
ერთი ცვლილებაა ხაზშიც. ოთარ მეტრეველმა ფრთიდან ფულბეკად გადაინაცვლა, ფრთაზე კი მარქაფადან ტარიელ ბურთიკაშვილი დაწინაურდა. მეორე ფრთა კვლავ ლუკა კეშელავაა, ცენტრში გიორგი ხაინდრავა და ლუკა კობაური შეწყვილდებიან, ღერძზე კი ალექსანდრე ჯიღაურსა და ლუკა ცირეკიძეს ვიხილავთ.
წინა თამაშის შემდეგ სულ ორი ცვლილებაა მარქაფაშიც – მესამე ხაზში ლუკა სულუაშვილი, ხოლო ხაზში გელა ხელაძე ითამაშებს. სხვა მხრივ პირველ ხაზში შეცვლაზე შევლენ თამაზ ჭამიაშვილი, ლუკა კოტორაშვილი და დავით ქუნთელია, მეორეში მურთაზ ცხადაძე, 9 ნომერზე მიხეილ ყაჩლავაშვილი და ხაზში ნუგზარ ქევხიშვილი.
მე-9-მე-12 ადგილების მეორე ნახევარფინალში იტალია ესპანეთს ეთამაშება.
2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
IX-XII ადგილების ნახევარფინალი. 14 ივლისი. 18:30 (საქ. დრო)
სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში. „დენი ქრავენ სთედიუმი“
საქართველო – ფიჯი
საქართველო
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (აია), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);
შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

Rugby.ge