18 წ. | 28 მორაგბით სამხრეთ აფრიკაში

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნების" (18-წლამდე) სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკაში გასამართი 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიისთვის 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ექვსი ერის ფესტივალისგან განსხვავებით, სადაც განაცხადში 26 მოთამაშე იყო, აფრიკაში ორით მეტი მორაგბე მიდის. მათგან 23-ს იტალიაში ტიერ1-ის გუნდებთან თამაშის გამოცდილება აქვს, ხუთი კი უძლიერესი მეტოქეების წინააღმდეგ პირველად ითამაშებს. ესენი არიან მორკინალები – ნიკოლოზ ოლქიშვილი და დაჩი ჭელიძე, ასევე ხაზის მოთამაშეები – გოგა უშვერიძე, დავით არავიაშვილი და გივი სოსელია.

28 მორაგბიდან 15 მორკინალია (13 ხაზის) და მათგან 5 ლეგიონერია. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი,
ინგლისი) და ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი) პირველ ხაზელები არიან, ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი) მეორე, ხოლო ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი) მესამე ხაზში თამაშობს.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში 6 აგვისტოს გაემგზავრებიან. 12 და 16 აგვისტოს მათი მეტოქე სამხრეთ აფრიკა ა იქნება, ხოლო 20 აგვისტოს საფრანგეთს შეხვდებიან.

18-წლამდელების საერთაშორისო სერია

"უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა

შერკინება:
ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), დაჩი ჭელიძე (ლელო), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი, ინგლისი), ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), ნიკოლოზ კუმარიტოვი (ლოკომოტივი), დავით ბარამია (ლელო), ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), გიორგი მეფარიშვილი (აია), მიხეილ შიოშვილი (ლელო), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), გიორგი ზაზაძე (ხარები), ლუკა გაბუნია (აია), გიორგი არძენაძე (ჩაქვი);

ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), დავით წიკლაური (ხვამლი), გოგა უშვერიძე (აია), გიგი სირბილაძე (ლელო), ლუკა თვაური (ხვამლი), დავით ბარბაქაძე (არმია), დავით არავიაშვილი (არმაზი), იოანე ბასილაია (ლელო), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), გიგა ყიფშიძე (ხვამლი), გივი სოსელია (კოლხი რაინდები), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), საბა შარვაშიძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი, ვლადიმერ დოლაბერიძე

მენეჯერი: ია ხურცილავა

ფიზ. მომზადება: დავით ლობჟანიძე

ფიზიო: გურამ ადამია, გიგა მაქაძე

ექიმი: ტარიელ კინწურაშვილი

ვიდეო: ნიკოლოზ თუთარაშვილი

12 აგვისტო. ორშაბათი

ქეიფთაუნი. სტელენბერგის საშუალო სკოლა

სამხრეთ აფრიკა ა – საქართველო (13:30 საქ. დრო)


ინგლისი – ირლანდია (15:30)

სამხრეთ აფრიკა – საფრანგეთი (17:30)

16 აგვისტო. პარასკევი. პაარლის გიმნაზია

ინგლისი – საფრანგეთი (13:30)

საქართველო – სამხრეთ აფრიკა ა (15:30)

სამხრეთ აფრიკა – ირლანდია (17:30)

20 აგვისტო. სამშაბათი. პაარლის საშუალო სკოლა

ირლანდია – სამხრეთ აფრიკა ა (13:30)

სამხრეთ აფრიკა – ინგლისი (15:30)

საფრანგეთი – საქართველო (17:30)

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
განვითარება!

გამარჯვება!

სიხარული!
დიმა
21:41 06-08-2024
0