18 წ. | სერიას ხვალ სამხრეთ აფრიკით ვიწყებთ

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკაში მყოფი "უმცროსი ბორჯღალოსნები" ხვალ 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიას იწყებენ. 12 აგვისტოს მათი მეტოქე მასპინძელი, სამხრეთ აფრიკა ა იქნება. სტელენბერგში შეხვედრა ჩვენი დროით 17:30 საათზე დაიწყება.

18-წლამდელთა ამ თაობას განსაკუთრებით გაუმართლა. გაზაფხულზე გუნდი იტალიაში, პარმაში ექვსი ერის ფესტივალზე იმყოფებოდა და შოტლანდიასთან, საფრანგეთთან და ინგლისთან ითამაშა. 7 აპრილს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ექვსი ერის ფესტივალზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს – საფრანგეთს 20:19 სძლიეს, დასკვნით მატჩში კი ინგლისისგან გაწითლებულ დროზე კონტრშეტევისას გარდასახული ლელო მიიღეს შეხვედრა 19:26 დათმეს.

წელს ზურა ამონაშვილის შეგირდები ტიერ1-ის გუნდებთან კიდევ სამ
თამაშს გამართავენ. სამხრეთ აფრიკის შემდეგ, ისინი 16 აგვისტოს ინგლისს, ხოლო 20 აგვისტოს ირლანდიას ერკინებიან.

რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, განაცხადში ყველა, 28-ვე მოთამაშეა, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობას 26 მიიღებს. სასტარტო 15-ში ოთხიდან მხოლოდ ერთი ლეგიონერია – ინგლისის "იფსვიჩში" მოთამაშე ბურჯი გიორგი ტურაშვილი. პირველ ხაზში იწყებენ თამაშს ბურჯი დაჩი ჭელიძე და კვაჭი დავით არჩვაძე. მეორე ხაზში დავით ბარამია და გიორგი მეფარიშვილი შეწყვილდებიან, მესამე ხაზში კი ლუკა გაბუნიას, გიორგი ზაზაძესა და გიორგი არძენაძეს ვიხილავთ.

ღერძზე თამაშს იწყებენ გუნდის კაპიტანი, მგეზავი გიგი სირბილაძე და თემურ ძოძუაშვილი. ცენტრში დავით არავიაშვილისა და ლეონიდე სალდაძის წყვილს ვიხილავთ. ფულბეკი ნიკოლოზ ხალვაში იქნება, ფრთებზე კი გიგა ყიფშიძე და საბა შარვაშიძე დადგებიან.

18-წლამდელების საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. 12 აგვისტო. 17:30 საქ. დრო

საქართველო – სამხრეთ აფრიკა ა

საქართველო

ხაზი:
15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 12. დავით არავიაშვილი (არმაზი), 11. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო, კაპ.), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. დავით არჩვაძე (ლელო), 3. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი, ინგლისი), 4. დავით ბარამია (ლელო), 5. გიორგი მეფარიშვილი (აია), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. გიორგი ზაზაძე (ხარები), 8. გიორგი არძენაძე (ჩაქვი);

მარქაფა: 16. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 17. ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), 18. ნიკოლოზ კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 20. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ლუკა თვაური (ხვამლი), 23. გივი სოსელია (კოლხი რაინდები), 24. დავით ბარბაქაძე (არმია), 25. იოანე ბასილაია (ლელო), 26. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 27. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), 28. დავით წიკლაური (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი:
ზურაბ ამონაშვილი

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან ვწუხვარ,ფრანგი ბიჭის დაკარგვის გამო.დიდი ტრაგედია მოხდა და საფრანგეთის შეჯიბრებიდან მოხსნა,სრულიად ბუნებრივია.ჩვენს ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ და ეს სერიაც წარმატებით თუ ჩაატარეს,უკვე ძალიან ხმამაღალი განაცხადი იქნება.იმედი მაქვს რაგბი ტვ,რეპორტაჟს შემოგვთავაზებს.
სოსო
20:26 11-08-2024
0
10 აგვისტოს,დილით,ჯერ 9.45 წუთზე იწყებოდა მატჩი ავსტრალია -სამხრეთ აფრიკა,შემდეგ კი,11.00 ზე,ახალი ზელანდია-არგენტინა.იმედი მქონდა შესაძლოა რაგბი ტვ-მ რეპორტაჟები აჩვენოს მეთქი და მიუხედავად იმისა,რომ პროგრამაში არ ეწერათ,მაინც ჩავრთე ტელევიზორი.რეპორტაჟი არ იყო და გულდაწყვეტილმა თავი გავანებე.წუხელ,მაინც გადავახვიე და იქნებ ჩანაწერი იყოსო,ძებნა დავუწყე.აღმოჩნდა,რომ პირველი მატჩის რეპორტაჟი გვიან ჩართულა,პირველი ტაიმის ბოლოს,მეორე მატჩის რეპორტაჟი კი სრულად გადმოუციათ.მეორე მატჩი მაინც,ძალიან მაგარი თამაში იყო და სენსაციურადაც დასრულდა.ასე რომ ვისაც სურვილი გაქვთ,შეგიძლიათ გადაახვიოთ და უყუროთ.არ წააგებთ,თუმცა ანგარიშებს არ გეტყვით.მეორე მატჩის რეპორტაჟი,ნიკა ამაშუკელს მიჰყავდა და ჩემთვის მისი მოსმენა,კიდევ დამატებითი სიამოვნებაა.
სოსო
19:41 12-08-2024
0