ფესტივალში საქართველოსა და ექვსი ერის ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ერთად, წელს პორტუგალიის ნაცვლად ესპანეთი ითამაშებს.
საქართველომ 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე პირველად შარშან ითამაშა და ერთი თამაში მოიგო - საფრანგეთთან 20:19, შოტლანდიას (14:22) და ინგლისს (19:26) კი მცირედით ჩამორჩა.
წლევანდელი ფესტივალი 10 აპრილს საქართველოსა და იტალიის მატჩით გაიხსნება; 14 აპრილს უელსს ვეთამაშებით; 18 აპრილს კი ირლანდიას ვერკინებით.
ფესტივალისთვის უკეთ მომზადების მიზნით, "უმცროსი ბორჯღალოსნები" ორ შეკრებას
გამართავენ. პირველი შეკრება 24-28 თებერვალს გაიმართება, ხოლო მეორე ხანგრძლივი შეკრება 10 მარტს დაიწყება და 4 აპრილს დასრულდება. ზურაბ ამონაშვილის შეგირდები საფრანგეთში 7 აპრილს გაემგზავრებიან.
Rugby.ge