მსოფლიო რაგბის 2025 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატს იტალია უმასპინძლებს. თამაშები 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ორი რეგიონის - ლომბარდიისა და ვენეტოს ოთხი ქალაქი უმასპინძლებს: კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა.

2008 წელს დაარსებული ახალგაზრდული ნაკრებების უმაღლესი დონის ტურნირზე საქართველო 2016 წელს აღზევდა, გახდა პირველი გუნდი, რომელმაც დაწინაურების შემდეგ იქ ადგილი შეინარჩუნა და მას შემდეგ მისი უცვლელი მონაწილეა.

იტალიას 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის აქამდე ორჯერ უმასპინძლია - 2011 და 2015 წლებში. რადგან 2020-2022 წლებში ტურნირი კოვიდ პანდემიის გამო ვერ ჩატარდა, წელს იტალიაში 20-წლამდელთა მე-15-ე ჩემპიონატი ჩატარდება. საქართველო ჯგუფურ (გ) ეტაპზე ირლანდიასთან, ახალ ზელანდიასთან და მასპინძელ იტალიასთან მოხვდა.

ა ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია, ხოლო ბ ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.

ლადო კილასონიას შეგირდები 29 ივნისს კალვიზანოში ირლანდიას შეხვდებიან; 4 ივლისს ახალ ზელანდიას ვიადანაში შეერკინებიან; 9 ივლისს კი იტალიას კალვიზანოში შეხვდებიან. ნახევარფინალური თამაშები 14 ივლისს ვერონაში, ან ვიადანაში გვექნება, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს კალვიზანოსა და როვიგოში გაიმართება. საათობრივი და დეტალური განრიგი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

საქართველომ 20-წლამდელთა ჩემპიონატში აქამდე 6-ჯერ ითამაშა და საუკეთესო შედეგი 2023 წელს ქონდა, როდესაც მე-8 ადგილი დაიკავა, ორჯერ მე-9 პოზიციაზე გავიდა (2018 და 2024), სამჯერ კი მე-10 ადგილს დასჯერდა.

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადებიან და თებერვალში თბილისში სამხრეთ აფრიკასთან ორი ამხანაგური მატჩი გამართეს.

Rugby.ge

რამაზ
სულ მცირე ოთხი ლელოს დადება (რაც ავტომატურად + ბონუს ქულას ნიშნავს) ყველა თამაშში და ჯგუფში სამოდან არანაკლებ 2 მოგება!
რეზო
ირლანდიას ჩვენი მართებს, იტალიას სახლშიც უნდა მოვუგოთ და იქნებ ზელანდიასთან გავისროლოთ ერთი სიტყვით, ნახევარფინალში უნდა გავიდეთ
20 წ. | იტალიაში გასამგზავრებლად 30 შეირჩა
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს
"ალონსოს მოსვლის შემდეგ, თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვთვლი" - არდა გიულერი
"ლესტერი" ვან ნისტელროის გაათავისუფლებს
"ნაპოლი" ორი ნახევარმცველის შენარჩუნებას შეძლებს
"აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი" - "დილას" მწვრთნელი კონფერენს ლიგის კენჭისყრაზე
გოჩოლეიშვილი "შახტარში" ბრუნდება - ლაცაბიძეს ისევ იჯარით გაუშვებენ
20 წ. | იტალიაში გასამგზავრებლად 30 შეირჩა
ლატვიაში დასრულებულ ამხანაგურ ტურნირში საქართველომ A დივიზიონის წევრი ფინეთი დაამარცხა
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება - პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა
მამარდაშვილის "ლივერპულის" სუპერ ტრანსფერი - სარეკორდო კლუბში და სულ მალე ბრიტანეთშიც
პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს
ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში
"ბაიერნში" გადავიდეს თუ "კვარასთან" კონკურენცია გააგრძელოს - ბარკოლა არჩევანის წინაშე
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
კვარაცხელია: წაგების გამო გაკვირვებული დავრჩით