ყველაზე მეტი ფეხბურთელი ევრო 2016-ზე "ლივერპულმა" და ტურინის "იუვენტუსმა" გაუშვეს - 12-12 ფეხბურთელი.
ლონდონის "ტოტენჰემმა" - 11, ხოლო "მანჩესტერ იუნატედმა" 10 მოთამაშე მიავლინა ტურნირზე.
9-9 ფეხბურთელი ტურნირზე დონეცკის "შახტარიდან", "ფენერბახჩედან", მიუნხენის "ბაიერნიდან" და "ბარსელონადან" წავიდა.
ცსკა-მ, ლონდონის "არსენალმა", მადრიდის "რეალმა", "ბაზელმა" და "რომამ" კი ტურნირზე 8-8 მოთამაშე გაუშვეს.