ამჟამად, "სქაუზერების" ნომერ პირველი მეკარე ალისონ ბეკერი ტრავმირებულია და მას კაომინ კელეჰერი ცვლის.
აღნიშნულთან დაკავშირებით "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა სკაუტმა მიკ ბრაუნმა Football Insider-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველი მეკარის "მერსისაიდულ კლუბში" გადასვლა გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან კელეჰერი შესანიშნავ ფორმაშია.
"მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერი კითხვის ნიშნებს აჩენს. ალისონის ტრავმის შემდეგ, კაომინ კელეჰერმა დაამტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს.
კელეჰერის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, სათანადო ნდობის შემთხვევაში "ლივერპულის" გულშემატკივრებს
მამარდაშვილის ტრანსფერი კაომინს პრობლემებს უქმნის და გარანტიები სჭირდება, თუ ის სათამაშო დროის გარანტიას ვერ მიიღებს, მაშინ აუცილებლად უნდა წავიდეს", - განაცხადა ბრაუნმა.
შეგახსენებთ, "ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ "ვალენსიას" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაახლოებით 35 მილიონი ევრო გადაუხადა.
კარგი ამბავი მამარდაშვილისთვის - ალისონმა შეიძლება "ლივერპული" დატოვოს
ballon d'or 2024: მამარდაშვილი ნომინანტებს შორის იყო - საუკეთესო მეკარის პრიზი ისევ მარტინესმა მოიგო