ევრო 2016-ის პირველი მსხვერპლი: ნიცაში ბრიტანელი გულშემატკივარი დაიღუპა

AutoSharing Option
24 წლის ჩრდილოირლანდიელი გულშემატკივარი, რომლის სახელი ჯერჯერობით უცნობია, ნიცის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ Mirror-ი იუწყება.

ინციდენტი 12 ივნისს, ნიცაში გასამართი პოლონეთისა და ჩრდ. ირლანდიის მატჩის წინ მოხდა. ფანატი, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, დაახლოებით 8 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. წინასწარი ვერსიით, ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას.

სიცოცხლისთვის იბრძვის ინგლისელი გულშემატკივარი, რომელიც მარსელში ფანატთა შეტაკებისას დაშავდა. ბოლო ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკული, თუმცა სტაბილურია. მარსელში ინგლისელი, რუსი და ფრანგი გულშემატკივრების შეტაკებისას სხვადასხვა სახის დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებაში
35 ადამიანი მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული