* დღეიდან ტომაშ როსიცკი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ჩეხეთის ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია.
* თითქმის 68% - ბურთის ფლობის ეს პროცენტი, ჯერჯერობით, საუკეთესოა ჩემპიონატზე და, რა თქმა უნდა, ესპანეთს ეკუთვნის.
* ბოლო ექვსი ჩემპიონატია, ესპანეთი ევროს მოგებით იწყებს.
* პიკეს 66 სანაკრებო მატჩია, არ გაუტანია. ბოლოს ნაკრებში მან 2009 წელს შეაგდო.
* პეტრ ჩეხმა 122-ედ დაიცვა ჩეხეთის ნაკრების კარი.
* ესპანეთის ნაკრებმა ბოლო 9 ოფიციალურ
იგივე თამაში, მობერებული მწვრთნელითა და ვარსკვლავებით, ან სხვა უფრო ნაკლები კლასის შემსრულებლებით. "ფურია როხა" უკვე ყველამ გაშიფრა და მის წინააღმდეგ თამაში დაამუღამა, თუკი ამას ფეხბურთის თამაში ჰქვია. ამჯერად, ევროპის ჩემპიონებს გაუმართლათ და ჩეხური "ავტობუსი" ბოლოს მაინც გაირღვა.
ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
პაველ ვრბამ ევროპის ჩემპიონის წინააღმდეგ 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით ითამაშა - ეს მხოლოდ ქაღალდზე! სინამდვილეში გებრე სილასიე (მარჯვნივ) და კრეიჩი, როცა ესპანეთს ბურთი ჰქონდა, ფლანგის მცველებად გარდაიქმნებოდნენ და ნომინალური ფლანგის მცველები (კადერჟაბეკი და ლიმბერსკი) ექსტრა ცენტრალურ მცველებად ემატებოდნენ. არადა, ესპანეთს ბურთი პირველ ტაიმში თითქმის 70%-ით ეჭირა. გამოდის, რომ სინამდვილეში ჩეხეთი 6-2-1-1-ით თამაშობდა. გებრე სელასიე ალბას რეიდებს ესპანელთა ნახევრიდანვე აკონტროლებდა. საინტერესო იყო ტომაშ როსიცკის ხილვა, რომელსაც საკლუბო ფეხბურთში სეზონი ჩაუვარდა. ვეტერანმა პეტრ ჩეხმა თითქმის იდეალური მატჩი ჩაატარა; თითქმის, რადგან ბოლოს გოლი მაინც გაუშვა.
ვისენტე დელ ბოსკემ კი, როგორც იქნა, გადაწყვიტა მეკარის საკითხი და კარში ახალგაზრდა დავიდ დე ხეა ჩააყენა. დაცვაში ჩვეული ოთხეული თამაშობდა. საინტერესო იყო, როგორ სქემას აირჩევდა დელ ბოსკე - 4-1-4-1-ს თუ 4-3-3-ს. მან მეორე შეარჩია, შუა ხაზში ფაბრეგასი-ბუსკეტსი-ინიესტას ტრიო მოქმედებდა, ხოლო შეტევაში - სილვა-მორატა-ნოლიტოსი.
მეორე ტაიმში შეტევაში ინერტული ფაბრეგასი ტიაგო ალკანტარამ შეცვალა, ხოლო მორატა, რომელმაც წინ ვერაფერი გააწყო, არიც ადურისმა გამოცვალა. აქვე ვიტყვით, რომ ამან ესპანეთის შემტევი პოტენციალი დიდად ვერ გააძლიერა.
მოიგო იმან, რომ ბოლო 5 წუთში დელ ბოსკემ ორივე ცენტრალურ მცველს მისცა ნიშანი და პიკე და რამოსიც შეტევებში უფრო თამამად ჩაერთნენ.
გოლი
1:0 - 87-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა პედრომ ინიესტა მოძებნა. ანდრესმა საჯარიმოში ჩააწოდა. მეკარის მოედანზე ყველაზე მაღლა ჟერარდ პიკე ახტა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. მატჩის მერე
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "ახლა ჯერ ნუ შემეკითხებით, ვინ ითამაშებს მომდევნო მატჩში. იკერი გულმხურვალედ გულშემატკივრობდა ნაკრებს, ის გამორჩეული ფეხბურთელი და ადამიანია. კარგია, როცა არჩევანი გაქვს. ბევრი მომენტი შევქმენით და იმედი მაქვს, მომავალში მაინც არ გვექნება მათი გამოყენების პრობლემები. ჩვენ მთელ თამაშს ვაკონტროლებდით და ეს არის უმთავრესი. კარგი იქნებოდა, მეტი გაგვეტანა, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენი თამაშის სტილი ცუდია".პაველ ვრბა (ჩეხეთი): "ჩვენ ვიცოდით, რა რთული მეტოქე გვყავდა. ესპანეთი მატჩის აშკარა ფავორიტი იყო, ეს შეხვედრა ჩვენი ძალებისთვის ნამდვილი ტესტი იყო. რად უნდა თქმა, ბურთის ფლობაში, შანსების შექმნაში მათ ბადალი არ ჰყავთ, მაგრამ ძალიან დასანანია, ასე გვიან როცა უშვებ ერთადერთ გოლს. ამის მერეც გატანა შეგვეძლო, ასეთი რამ კი ესპანეთთან მატჩისას იშვიათად ხდება ხოლმე. ჩვენ მაქსიმუმი გავიღეთ და დასანანია, რომ ქულა ვერ ავიღეთ. ინიესტა გამორჩეული ფეხბურთელია. ასეთები ცოტაა მსოფლიოში".
მატჩის გმირი
შუა ხაზის მაესტრო ანდრეს ინიესტა შეუდარებელი იყო, გამარჯვების გოლი მისი შემოქმედებაა. ინიესტამ 93-დან 85 პასი ზუსტად გააკეთა და აქედან 46 პასი ჩეხების კარის სიახლოვეს გაკეთდა. გოლის გარდა, მან ოთხჯერ შექმნა საგოლე შანსი, მაგრამ თანაგუნდელებმა ვერ ივარგეს. ახლა ინიესტა ევროპის საუკეთესო შემტევ ნახევარმცველთა სამეულშია. უეფას ოფიციალური საიტის შეფასება მატჩის გმირთან დაკავშირებით, ჩვენსას ემთხვევა.
მსაჯი
პოლონელ მარცინიაკს რთულად სამსაჯო მატჩი არ ჰქონია. ის მოთამაშეებს ბრძოლაში შესვლის საშუალებას აძლევდა. მარცინიაკმა და მისმა ბრიგადამ კარგად გაართვეს თავი მოვალეობას. ანალიზი
მარკიზი ამბობს, რომ თამაშს თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით და ეს მთავარიაო. კი ბატონო, მაგრამ რა ვუყოთ ეპიზოდს, როცა გუნდი აშკარა გოლისგან შემტევმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა იხსნა. ან თუნდაც დარიდას დარტყმულს რა მოვუხერხოთ, რომ არა დე ხეა, ესპანეთს მეტი შეტევის დროც არ რჩებოდა. უფრო ის ჩანს, რომ დელ ბოსკე თავს იტყუებს, ესპანეთის ტაქტიკა ისევ ის არის, ბურთის კონტროლი, რომელიც ხშირად მეტოქის ნახევარზე ალყაშემორტყმული ციხის აღების ეშმაკურ მცდელობებს ჰგავს.
მოკლედ, დელ ბოსკეს ტაქტიკა ასეთია: კი, ესპანეთის სტილი გაშიფრულია, მაგრამ ეს ჯერჯერობით "ფურია როხას" მთავარი იარაღია (შეიძლება ერთადერთიც?) და ისევ ეს სტილი თუ მოიტანს შედეგს. ჩეხეთთან მოიტანა... ძლივს.
დასკვნა
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ფაქტია, რომ ესპანეთის ნაკრები გაცილებით მაღალი კლასის გუნდია და ჩეხეთთან გამარჯვებას იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთში რომ ყოველთვის უკეთესი არ იმარჯვებს, "როხამ" ახლახან საკუთარ თავზე იწვნია საქართველოს ნაკრებთან მატჩში. whoscored.com-ის ტოპ-5
ანდრეს ინიესტა ესპ. 8,5სერხიო რამოსი ესპ. 7,8
ჟერარდ პიკე ესპ. 7,8
დავიდ სილვა ესპ. 7,6
პეტრ ჩეხი ჩეხ. 7,5
ევრო 2016. D ჯგუფი. I ტური
13 ივნისი. ტულუზი. მუნისიპალი
ესპანეთი-ჩეხეთი 1:0
გოლი: 1:0 პიკე (87. ინიესტა)
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ხუანფრანი, პიკე, ს. რამოსი, ალბა - ფაბრეგასი (70. ტ. ალკანტარა), ბუსკეტსი, ინიესტა - სილვა, მორატა (62. ადურისი), ნოლიტო (82. პედრო)
ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - კადერჟაბეკი, სივოკი, ჰუბნიკი, ლიმბერსკი - დარიდა, პლაშილი - გებრე სელასიე (86. შურალი), როსიცკი (88. პაველკა), კრეიჩი - ნეციდი (75. ლაფატა)
გაფრთხილება: - ლიმბერსკი
კუთხური: 14-3; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 17-7 (5-3); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 29 400
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 1 1 0 0 1-0 3
2. ესპანეთი 1 1 0 0 1-0 3
3. ჩეხეთი 1 0 0 1 0-1 0
4. თურქეთი 1 0 0 1 0-1 0
II ტური
17 ივნისი
ჩეხეთი-ხორვატია 20:00
ესპანეთი-თურქეთი 23:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეთერიდან.