ლა ლიგის მე-11 ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "ბლანკოსს" 4:0 სძლია და მე-3 გოლის შემდეგ, რომელიც ლამინ იამალმა შეაგდო, "რეალის" ფანებმა 17 წლის ფეხბურთელის მიმართ შეურაცხმყოფელი სკანდირება დაიწყეს.
მათ ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს ალეხანდრო ბალდეს, ანსუ ფატისა და რაფინიას. გამომძიებლებმა ზუსტად დაადგინეს შეძახილების ადგილი და მათი იდენტიფიცირება მოახდინეს ვიდეო კადრების ყურადღებით დათვალიერების შემდეგ.
პოლიციის ცნობით, დაკავებულთაგან არცერთი არ არის რეგისტრირებული "რეალის" ფანად და არ აქვს კრიმინალური