ევრო 2016. F ჯგუფი. I ტური: ისლანდიის ისტორიული ფრე პორტუგალიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
14 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პორტუგალიის ნაკრები დებიუტანტ ისლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და სრულიად მოულოდნელად ვერ მოუგო - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანგარიში მატჩის 31-ე წუთზე პორტუგალიელებმა გახსნეს - თავი ლუის ნანიმ გამოიჩინა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. მეორე ტაიმის 50-ე წუთზე კი ისლანდიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - ზუსტი დარტყმა ბირკირ ბიარნასონის ანგარიშზეა, რომელმაც ამ გოლით ისლანდიის ნაკრებს ისტორიული ქულა მოუტანა.

F ჯგუფში 3 ქულა აქვს უნგრეთის ნაკრებს და ჯგუფს ლიდერობს, პორტუგალიასა და ისლანდიას
თითო-თითო ქულა აქვთ, ავსტრია კი ჯერჯერობით უქულოთაა. მომდევნო შეხვედრას პორტუგალიის ნაკრები 18 ივნისს ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს, ისლანდიელები კი ამავე დღეს უნგრეთს დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესეც თქვენი რონალდო და მისი ჯარიმები, არც თვითონ იცის და არც სხვას არ ანებებს.
ააა
10:06 15-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული