
სლოვაკეთის ნაკრებმა რუსეთი მინიმალური სხვაობით ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
პირველი გოლის ავტორი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმის ვაისის ვაჟი უმცროსი ვლადიმირ ვაისი გახდა, რომელმაც გოლი 32-ე წუთზე გაიტანა. მეორე ულამაზესი გოლი კი მარეკ ჰამშიკმა 45-ე წუთზე შეაგდო. პირველი ტაიმი სლოვაკეთმა ანგარიშით 2:0 მოიგო.
რუსების ერთი გოლის გაქვითვა მე-80 წუთზე შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი დენის გლუშაკოვი გახდა.
ამ გამარჯვების შემდეგ სლოვაკეთს 3 ქულა დაუგროვდა, ხოლო რუსეთს კვლავ ერთი ქულა დარჩა.