ანტუან გრიზმანი: ვფიქრობ ფრანგულად, მაგრამ ესპანურად ვიგინები

AutoSharing Option
ფრანგმა ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა საკუთარი თავის განვითარების შესახებ ისაუბრა.

- ევრო 2016. A ჯგუფი. შვეიცარია-საფრანგეთი: პირველ-მეორეზე გაითვალეს [VIDEO]

"ჩვეულებრივ ცხოვრებაში თავს ესპანელად ვგრძნობ უკვე 12 წელია. ვფიქრობ ფრანგულად, მაგრამ ესპანურად ვიგინები. არ ვიცი რატომ.

ყოველთვის მინდოდა Les Bleus-ში თამაში, რადგან საფრანგეთში დავიბადე და ზინედინ ზიდანისა და ტიერი ანრის თამაშზე გავიზარდე.

მინდა ესპანელებს შევხდეთ ფინალში, ოღონდ თუ გავიმარჯვებთ. თუ ესპანეთი მოიგებს, იმედგაცრუების გარდა "ატლეტიკოს" თანაგუნდელები დამცინებენ.

არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეგხვდება ფინალში, უნდა მოვიგოთ. ამ შემთხვევაში ესპანეთში ისეთი დავრბრუნდები, თითქოს 5
სანტიმეტრით გავიზარდე", - თქვა გრზიმანმა.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანი "სოსიედადში" 13 წლის ასაკში ჩაირიცხა. ბასკური კლუბიდან მადრიდის "ატლეტიკოში" ფრანგი ფეხბურთელი 2014 წელს გადავიდა.

- "უკეთესი წინაა"- ფრანგი, რომლისაც მხოლოდ ესპანელებმა ირწმუნეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული