ივან რაკიტიჩი: იმედია, ინიესტა დაიბნევა და რამდენიმე გადაცემას მე გამიკეთებს

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ესპანეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"ინიესტას თამაში უკვე არავის უკვირს - ეს ფეხბურთის ჯადოქრობაა. უნდა დატკბე იმ ყველაფრით, რასაც ინიესტა აკეთებს.

იმედია, ბუსკეტსი და ინიესტა დაიბნევიან და რამდენიმე პასს მე მომცემენ ან შესაძლოა, რამდენიმე საგოლე გადაცემაც გამიკეთონ", - იხუმრა რაკიტიჩმა Squawka News-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი და ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" ღირსებას იცავენ.

ხორვატია-ესპანეთის მატჩი დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული