საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი

AutoSharing Option
პარტია "კატალონიელი მემარცხენე რესპუბლიკელების" წევრი გაბრიელ რუფიანი, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეა მიაჩნევს, რომ მისი თანამემამულე და ბასკი ფეხბურთელების გარეშე ესპანეთის ნაკრები ესოდენ მაღალი დონის არ იქნებოდა. მას "მარკას" ჟურნალისტმა აღნიშნულ საკითხზე კითხვა დაუსვა:

"ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისის დამარცხების შემდეგ თქვენ დაწერეთ: "რეზიუმე ძალიან მარტივია: კატალონიელები და ბასკები ქმნიან და ასრულებენ, ესპანელები კი ამით ისევ სარგებლობენ. მაპატიეთ, მაგრამ ამ გუნდის 15 მოთამაშე ქვეყნის სხვა რეგიონებში დაიბადა, კიდევ ორი საფრანგეთში. ამის გამო ქსენოფობიაშიც დაგადანაშაულეს".

"ეს მხოლოდ "ტვიტი" კი არა, არამედ კონგრესში წარმოთქმული ჩემი
სიტყვის ნაწილია, რომელიც ანდალუსიის მიმართ სხვა დეპუტატის აგრესიულად ნათქვამის პასუხი გახლდათ. სასაცილოა, რომ ყველამ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რაც ესპანეთის ნაკრებზე ვთქვი, მაგრამ ჩვენ ვიცით, ეს როგორ ხდება. უბრალოდ ცოტა ხუმრობა ვცადე.

ცხადია, ესპანეთის ეროვნული გუნდი სახელმწიფოს საუკეთესო ფეხბურთელებისგან შედგება. ახლა მე კონკრეტულად ვლაპარაკობ: სენეგალის მთელი პატივისცემის მიუხედავად, შესაძლოა, ესპანეთს კატალონიელების და ბასკების გარეშე მათთვისაც ვერ მოეგო", - უპასუხა რუფიანმა.

შეგახსენებთ, "ფურია როხა" მსოფლიოს ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფში მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჰო ჩვენც რომ არა კობიაშვილი, პორტუგალიას ვერ დავამარცხებდით. ისეთი სტადიონ სპორტსკოლები შექმნა რომ ფეხბურთის გაგებაში რომ არც იყო ათამაშდები. ეს სარკაზმით მაგრამ ვინც გვყავს ყველამ ევროპაში მიიღო გამოცდილება და აქ ფედერაციის პრეზიდენტის როლი არის ნული. ტყუილად ნუ მიაწერთ მას, მას ისიც ეყოფა რომ ჰგონია ვითომ მისი დამსახურებაა.
დავით 67
08:42 28-12-2024
16
ჯერ მემარცხენე და რესპუბლიკელი არ გამიდია და მეორე,სეპარატიზმით შეპყრობილია. კატალონია და ბასკეთი არის ესპანეთი,ყველა საუბარი ამაზე არის არაკანონიერი და უაზრობა. რაც შეეხება ფრანგებს,ფრანგი საფრანგეთშია საძებარი და ესპანეთს ყავს 2 ფრანგი? ალბათ,ლაპორტიზე და ლე ნორმანზეა საუბარი,არცერთი არ არის სუფთა ფრანგი,ისინი ესპანეთში დაიბადნენ და დაბადებით ესპანელები არიან.მგონი ლე ნორმანს დედა ესპანელი ყავს. ლაპორტი ბილბაოში თამაშობდა და თუ ამ ქალაქის ღირებულებების მატარებელი არ ხარ,ვერ ითამაშებ ამ კლუბში. როგორც ძმები ვილიამსები. თუ ამ კაცს დავუჯერებთ,არც იამალია კატალონიელი და რატომ ათვლის. არც პედრი და არც გავი არის კატალონიელი,არც ფერან ტორესი და კიდევ ბევრი. ძველი ესპანეთი რო ეთქვა კიდევ მესმის,ბევრი იყო კატალონიელი,თუმცა ახლა უმეტესი არის ბასკეთის რეგიონიდან. როგორც რიგითი ქართველი ვაღიარებ და პატივს ვცემ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ფეხებზე მეკიდებოდა ეს ამბავი,თუმცა საქართველოს ინტერესი მოითხოვს ამას და ყველა ქართველი უნდა გაყვეს ამას. საფეხბურთო გუნდი ბარსელონა ან ესპანიოლი გიყვარდეთ და უქომაგეთ,თუმცა სეპარატიზმის მხარდაჭერა არის საქართველოს ინტერესები ფეხებზე დაკიდება. იმის არ იყოს,აბრამოვიჩის ჩელსის ქართველი ქომაგი მე რო დამიძახებს პრორუსს,ეს ცალკე ღადაობა. რატომ შე**ცით ამ პროებით,ქართველები იყავით და შეეშვით ამ პროებს.ისე რანაირი ქართველი ხარ,მაკრონას და ჟიგიმანტასის დაძახილზე რო ქალაქს აბინძურებ და ანგრევ? არ ხართ რაღა თქმა უნდა.
იასონას უდარი
08:07 28-12-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული