D ჯგუფში თურქეთის ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და მეტოქეს, რომელსაც პლეი-ოფში გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, დამაჯერებლად დაამარცხა - 2:0.
თურქები მატჩის მე-10 წუთზე ბურაკ ყილმაზმა დააწინაურა, რასაც 65-ე წუთზე ოზან კუფანის მეორე გოლიც მოყვა.
ამ მოპოვებული გამარჯვებით თურქეთის ნაკრებს 3 ქულა დაუგროვდა, მესამე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში თამაშის შანსი შეინარჩუნა, ხოლო ჩეხეთი, რომელმაც სულ რაღაც 1 ქულა დააგროვა, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა.
აღსანიშნავია, რომ თურქებმა ამ გამარჯვებით ჩრდილოეთ