ევრო 2016. E ჯგუფი. III ტური: ირლანდიამ იტალიას მოუგო და პლეი-ოფი გაინაღდა! [VIDEO]

AutoSharing Option
22 ივნისს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა.

E ჯგუფში იტალიის ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1. ერთადერთი გოლი მატჩის 85-ე წუთზე რობერტ ბრეიდის ანგარიშზეა, რომელმაც ამ გოლით საკუთარ გუნდს პლეი-ოფში თამაშის უფლება მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბოლოოდ, იტალიის ნაკრებს 6 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ასევე 6 ქულით ქულით ბელგიის ნაკრები გავიდა, ირლანდიამ 4 ქულით პლეი-ოფი გაინაღდა, შვედეთის ნაკრები კი 1 ქულით ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ
1/8-ფინალში გასული იტალიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდებ, ირლანდიელთა მეტოქე კი მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ირლანდია საქართველოს ჯგუფში არის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში. ირლანდიელებთან მგონი 6-ჯერ გვაქვს ნათამაშები და 6-ჯერვე დავმარცხდით. ამის მთავარი მიზეზი არის ის რომ ირლანდიელები ყოველი სასნტიმეტრისთვის იბრძვიან და მსაჯის საბოლოო ჩასტვენამდე დაუღალავად შრომობენ. იტალიასთან გამარჯვება ამ დაუღალავი შრომის და ბოლომდე ბრძოლის შედეგი იყო. ქართველმა ფეხბურთელებმა უნდა "მოპარონ" ირლანდიელებს ეს თვისებები.
ლუკა
07:39 23-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული