სწორედ ლუდი და მისი თანაპროდუქტებია ის ე.წ. საფეხბურთო დელიკატესები, მატჩის ყურებისას დამატებით საზეიმო განწყობას რომ გვიქმნის და ფეხბურთის მოყვარულთათვის ორმაგ სიამოვნებასთანაა დაკავშირებული.
მოკლედ, 10 ივნისიდან 10 ივლისამდე მთელი საფეხბურთო სამყარო საფრანგეთთან ერთად გუგუნებს - ზოგი იგებს, ზოგი აგებს - ვიღაც ზეიმობს, ვიღაც კი წუხს... ერთი რამაა მხოლოდ საერთო - ყველა სვამს ბევრ ლუდს! ულუდოდ ფეხბურთის ყურება თითქმის იგივეა, რომ საერთოდ არ
რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, მეგობრებთან ერთად უყურებთ ფეხბურთს თუ მარტო, ბარში თუ სახლში... თქვენი ასარჩევია ის პროდუქტებიც, რომლებსაც ლუდთან ერთად მიირთმევთ... ჩემთვის კი, პირადად, ძეხვეულის გარეშე ლუდიც და ფეხბურთიც ეფექტს კარგავს.
გადავწყვიტე, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი მზა ხორცპროდუქტების ასორტიმენტისთვის გადამეხედა და თქვენთვისაც მომეწოდებინა ინფორმაცია, თუ რომელია ის ძეხვეული, ზაფხულის ცხელ საფეხბურთო საღამოს განსაკუთრებით რომ მოუხდება ლუდს, ევროპის ჩემპიონატს და თქვენს გემოვნებას. გადახედეთ და ნუ დაგეზარებათ, კომენტარებში თქვენი საყვარელი საფეხბურთო მენიუც გაგვიზიაროთ...
1. პირველი და ჩემი ფავორიტი - შებოლილი ღორის კანჭი... ბოლო პერიოდში ეს პროდუქტი საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა. თითქმის ყველა რესტორანი მომხმარებელს სხვადასხვანაირად შეგემებულ და დაგარნირებულ კანჭს სთავაზობს. რესტორნებში კანჭის ფასი 40-100 ლარამდე მერყეობს, სახლში კი მისი მომზადება დაახლოებით 20-25 ლარი ჯდება. დამერწმუნებით, ლუდთან კანჭი და ფეხბურთის ყურება ძალიან სასიამოვნოა, მით უმეტეს, თუ თანხასაც დაზოგავთ. მე პირადად, "ნიკორას" წარმოების კანჭს ვანიჭებ უპირატესობას - თუმცა ეს უკვე გემოვნების საკითხია...
2. შებოლილი ნეკნი - უხდება როგორც ლუდს, ისე არაყს და ორივესთან ერთად ფეხბურთს. მისი მომზადების წესიც მარტივია - 10-15 წუთის განმავლობაში მოხარშავთ და შესანიშნავი საფეხბურთო კერძიც მზად არის. ასე რომ, თუ თქვენს საფეხბურთო სუფრაზე მამაკაცები ჭარბობენ, არც კერძის მომზადების პროცესი იქნება უსიამოვნო და პრობლემებთან დაკავშირებული.
3. ჩვენი ჩამონათვალი ტკაცუნა სოსისის გარეშე წარმოუდგენელია - იქნება ეს ტრადიციული "ივერია", სპეცი, საქონლის თუ სხვა... როგორც ლუდის თანაპროდუქტი, "ივერია" პოპულარობას და ლიდერის პოზიციას მრავალი წელია არ თმობს.
4. სარდელი - ტელევიზორის წინ, მეგობრებთან ერთად ლუდითა და გემრიელად დაბრაწული სარდელით მართლა ჭეშმარიტ საფეხბურთო განწყობას შეიქმნით! სარდელი ქართულ ბაზარზე მრავალი სახეობისაა - შეგიძლიათ თავისუფლად აარჩიოთ თქვენი გემოვნების მიხედვით.
5. ლუდს ყველაზე მეტად ნედლად შებოლილი ძეხვეული უხდება... ამას მთელი მსოფლიო აღიარებს და არცაა გასაკვირი - ნედლად შებოლილი ხორცპროდუქტები დელიკატესად ითვლება! პროდუქტის წარმოება თურმე თერმული დამუშავების გარეშე ხდება. ხორცი სპეციალურ გარემოში თვეზე მეტხანს გადის ბუნებრივი გამოშრობისა და შებოლვის ეტაპებს და სწორედ ამის შედეგია ის განუმეორებელი გემო, სურნელი და სტრუქტურა, რაც მისთვისაა დამახასიათებელი.
მე პირადად, ნედლად შებოლილი ძეხვეულიდან ესპანური წარმომავლობის "ჩორიზოს" ვანიჭებ უპირატესობას - ლუდთან საოცარ არომატს ქმნის! პრობლემა ისაა, რომ ამ კატეგორიის პროდუქტის დამზადება დიდ გამოცდილებასთანაა დაკავშირებული და ამიტომ საქართველოში, ფაქტობრივად, არ იწარმოება - ამ ეტაპზე, როგორც გავარკვიე, მხოლოდ "ნიკორას" ასორტიმენტშია წარმოდგენილი.
ასე რომ - ისიამოვნეთ საფეხბურთო ზაფხულით, მიირთვით ლუდი და შემოგვთავაზეთ საფეხბურთო მენიუს თქვენეული ვერსიები.
ლექსო ნაბახტეველი
ღრუზლანდია რა.