კარგი ამბავი მსოფლიო ფეხბურთისთვის - ჩინეთში ხელფასების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრეს

AutoSharing Option
ჩინეთის საფეხბურთო ასოციაციამ კლუბების შემადგენლობის ჩამოყალიბების წესებში რამდენიმე ცვლილება შეიტანა და 2020 წლის სეზონიდან ხელფასების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრა.

მომდევნო სეზონიდან უცხოელი ახალწვეულის მაქსიმალური წლიური ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება, თუმცა ხელფასში არ შედის ბონუსები და პრემიები. მიუხედავად ამისა, აღნიშნული წესი, ფაქტობრივად, გამორიცხავს მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავების სათამაშოდ ჩინეთში წასვლას.

სახელფასო შეზღუდვები შეეხო ადგილობრივ ფეხბურთელებსაც. ჩინელი ფეხბურთელის მაქსიმალური წლიური ხელფასი 1,29 მილიონი ევრო იქნება. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების შემთხვევაში - 20%-ით მეტი, ხოლო 21 წლამდე ფეხბურთელები ხელფასის სახით წელიწადში მაქსიმუმ 38,640 ევროს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სუპერლიგის გუნდებს შემადგენლობაში 5 უცხოელზე მეტის ყოლის უფლება არ ექნებათ. ამავდროულად, მაქსიმუმ 4-ს შეეძლება ერთდროულად მოედანზე ყოფნა.


მომზადებულია Titan Sports Plus-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ როგორი მიამიტები ხართ ხანდახან. ეს ეხება მხოლოდ წლიურ ფიქსირებულ ხელფასს.
ე.წ. signing bonus-ს მიცემენ სამაგიეროდ ათჯერ მეტს, ან თითო გოლზე თითო მილიონს, ან უძრავ ქონებას ათეულობით მილიონი დოლარის, ან მილიონებიან სარეკლამო ხელშეკრულებებს, ან
ბოლო-ბოლო მამას ჩაურიცხავენ ოფშორებში.
მოკლედ არსებითად არაფერს ცვლის სახელფასო ზღვარი
Superman
20:52 25-12-2019
1

სიახლეები პოპულარული