მერად არჩეული ლუდის მოყვარული თხა - საინტერესო ფაქტები სპორტის განუყრელი მეგობრის შესახებ

AutoSharing Option
ლუდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია, რომლის გარეშეც სპორტული შეჯიბრებები და ფესტივალები წარმოუდგენელია.

იცოდით, რომ 2018 წლის მონაცემებით გლობალურად, 188,79 მილიონი კილო ლიტრი ლუდი ისმევა, რაც დაახლოებით, 298,2 მილიარდ 633 მილიონი ბოთლია?!

ლუდთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი უნდა გიამბოთ:

• სასმელების იაპონური კომპანია Kirin-ის კვლევის თანახმად, ყველაზე მეტ ლუდს ჩეხეთში მოიხმარენ. ჩეხური ლუდი მსოფლიოში განთქმულია თავისი გემოვნური თვისებებითა და ხარისხით. 2015 წლის კვლევის თანახმად, ჩეხეთში ერთი ადამიანი საშუალოდ 142,4 ლიტრ ლუდს სვამს. მეორე ადგილზე 108 ლიტრით ნამიბიაა, მესამეზე -
ავსტრია 106 ლიტრით, მეოთხეზე ადგილს კი გერმანია იკავებს, სადაც თითოეული მოქალაქე წლიურად, საშუალოდ 104 ლიტრ ლუდს მიირთმევს.

• ისტორიული წყაროების თანახმად, ლუდი პირველად შუმერებმა ძვ.წ 10 000 წლის წინ მოხარშეს.

• პირველი ქართული ლუდის ბრენდი არის "აია", რომელიც ქუთაისში 1953 წლიდან იწარმოებოდა. აღსანიშნავია, რომ დღეს უძველესი ქართული ლუდი ბაზარზე ისევ დაბრუნდა.

Sportall.Ge

• ლუდის ცარიელი ჭიქის შიშს ფობიის სახელი აქვს მინიჭებული და მას "ჩენოსილიკაფობია" ეწოდება.

• სუმოს შეჯიბრის გამარჯვებულს საჩუქრად ბრინჯის ლუდის წლიური ნორმა გადაეცემა. ეს ჯილდო ქართველ ჩემპიონ ტოჩინოშინსაც ხვდა წილად.

• "ცოლების ტარების" საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებულს ჯილდოდ გადაეცემა ცოლის წონის რაოდენობის ლუდი.

Sportall.Ge

• ძველ ეგვიპტეში გიზას პირამიდის მშენებლებს ყოველდღიური ხელფასის ნაწილს ლუდის სახით უხდიდნენ.

• მსგავსი ტრადიცია ჰქონდა ჯორჯ ვაშინგტონსაც, რომელიც თავისი არმიის წევრებს ლუდის დღიური დოზით უმასპინძლდებოდა.

• 1980 წელს ტეხასში ერთ-ერთი რაიონის მერად აირჩიეს თხა, რომელსაც ლუდის დალევა უყვარდა.

Sportall.Ge

• დღესდღეობით მსოფლიოში დაახლოებით, 400 სახეობის ლუდი იხარშება. ბელგიას კი ყველაზე მეტი ბრენდირებული ლუდი აქვს.

აქვე, თუ თვლით, რომ ლუდის მოყვარული ბრძანდებით, შეგიძლიათ სახალისო ტესტი გააკეთოთ და სხვებიც დაარწმუნოთ, რომ ლუდის სფეროში სანდო პიროვნება ხართ.

Sportall.Ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული