"ვფიქრობ, ევროპულ ფეხბურთში სენსაციები ხშირად არ ხდება. შესაძლოა ჯგუფური ეტაპის შედეგებმა გაგვაოცა, მაგრამ ფინალში ფავორიტები გადიან.
რაც შეეხება ხორვატიას, ჩვენი შანსები 50/50-ზეა. მათ თამაშს ვუყურეთ ესპანეთთან, ეს სერიოზული გუნდია. ყველას არ შეუძლია ესპანეთის დამარცხება, მაგრამ ვიცით, რისი თავი გვაქვს და მატჩისთვის მზად ვართ.
ვფიქრობ, ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია. პორტუგალიას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ჩვენი ფეხბურთელები მსოფლიოს საუკეთესო ლიგებში გამოდიან. რატომაც არა?
მოედანზე უნდა გავიდეთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ფორტუნა
თითქმის ყველა ტიტული მაქვს მოგებული, მაგრამ ნაკრებთან ერთად მოგება უფრო მნიშვნელოვანია", - თქვა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ ხორვატია-პორტუგალიის მერვედფინალური მატჩი 25 ივნისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია Times of India-ს მიხედვით