ისლანდიამ როი ჰოჯსონი უსამსახუროდ, ინგლისი კი უმწვრთნელოდ დატოვა!

AutoSharing Option
ინგლისის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე ისლანდიის ნაკრებთან განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ, როი ჰოჯსონმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

გადაწყვეტილების შესახებ სპეციალისტმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

ევრო 2016. 1/8-ფინალი. სენსაცია: ისლანდია 1/4-ფინალშია!

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის აღნიშნულ თანამდებობაზე ჰოჯსონს. სავარაუდო კანდიდატებად ალან პარდიუ და რობერტო მარტინესი სახელდებიან.

როი ჰოჯსონმა ინგლისის ეროვნული ნაკრები 2012 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 56 მატჩი ჩაატარა, 33-ში გაიმარჯვა, 15-ში ფრეს დასჯერდა, 8 კი დათმო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ორი წლის წინ იყო გასაშვები, მაგრამ ჯიუტი პაროდაა ინგლისელები.... იქნებ, ჩვენზე ჯიუტიც კი....
მსქროლავი ტროლი
02:50 28-06-2016
0
აი ეს არის ნამდვილი "brexit"-ი. ისე, თუ წასვლაა, წასვლა იყოს!.
levani kaxeti
01:41 28-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული