"ნამდვილი მაესტროა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა" - რობერტო მარტინესი პსჟ-ის ფეხბურთელზე

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მისი გუნდისა და პსჟ-ის 25 წლის ნახევარმცველ ვიტინიაზე ისაუბრა.

პორტუგალიელები მარტის სანაკრებო პაუზაზე ერთა ლიგის პლეი-ოფის 2-რაუნდიან დაპირისპირებაში დანიას შეხვდება და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მარტინესმა სწორედ ვიტინიაზე გაამახვილა ყურადღება.

"ვიტინია ახლა ევროპული ფეხბურთის თანამედროვე მაესტროა, მას ჯადოსნური ჯოხი უჭირავს ხელში.ეჭვი არ მეპარება, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ასიანი ხარ გიგო პაპა, მარტო გრძელი პასი კი არა, თავის დროზე ვერ აკეთებენ პასს. კაცს რო ამოკეტავენ და დაუგვიანებ გადაცემას, ეგ ნაღდათ არ არი მაესტრო. თვითონ რა პასებს არიგებს ხვიჩა, ვერ ხედავენ. ერთ რაც კარგათ იციან, პრესინგი და ბურთის სწრაფი ართმევა. მხედველობში მყავს ნახევარდაცვა.
ანაგელი
16:48 17-03-2025
1
ვიტინია მოდრიჩზე ძლიერია,ამ მომენტისთვის საუკეთესო ცენტრია
Levani
15:58 17-03-2025
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული