ევრო 2016. 1/4 ფინალი: უელსის ნაკრებმა ბელგია დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემიონატზე მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. ლილში გამართულ ტურნირის 1/4-ფინალურ შეხვედრაში უელსის ნაკრებმა ბელგია ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის პორტუგალიას დაუპირისპირდება.

მე-13 წუთზე რაჯა ნაინგოლანმა შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში და ბელგია დააწინაურა. 31-ე წუთზე აარონ რემზის მოწოდებულ კუთხურს თავით უელსელთა კაპიტანი ეშლი უილიამსი გამოეხმაურა და ანგარიში გათანაბრდა.

55-ე წუთზე ჰალ რობსონ-კანუმ ბრწყინვალე გოლით უელსი დააწინაურა, საბოოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც განტერის ჩაწოდებულს თავურით შეცვლაზე შესული ვოუკსი შეწვდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ვიდეო სად იპოვეთ?!
ზურა
03:26 02-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული