ჩვენი რუბრიკა ქართული ფეხბურთის ჭირ-ვარამს ეძღვნება, ჩვენი ფეხბურთი კი ევროპულის განკიდურ ვერაფრით განვითარდება.
რა გვიჩვენა განვლილმა ევროპის ჩემპიონატმა? დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ...
ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა
...აქამდე ეს ზოგადი ფრაზა იყო, ახლა კი უბრალო ჭეშმარტებაა. ისლანდია, უნგრეთი, უელსი - ეს ნაკრებები ჩვენთვის ფინანსები იქით იყოს და, რუსეთის უკეთეს ჩემპიონატში თამაშს, ჩვენი ფეხბურთელისთვის უნგრეთში თამაში სჯობს. უნგრეთი პოტენციური ასპარეზის პირობითი სახელია. უნგრეთი ევროპაა. იქ ბევრი ევროპული თვალი გიყურებს. რუსულ საშუალო გუნდში კი აიღებ ბევრ ფულს და გაიყინები.
იქ "დაარტყი-გაიქეცის" თამაშობენ. ეს მარტივი ფეხბურთი ფეხბურთელს კლავს. ის უკვე აღარ ფიქრობს კარგ პასზე. ის ბურთის მოშორებაზე ფიქრობს.
კალამი არ უნდა გაგვექცეს. ფეხბურთის თამაში დღეს მართლაც ყველამ ისწავლა. თუ არ გჯერათ, აგერ, ისლანდია, უნგრეთი და კიდევ სხვანი.
და ჩვენ როდისღა ვისწავლით, რომ ნაღდი ევროპა სჯობს რუსულ ლაბირინთებს? თუნდაც - უკრაინულს, საშუალოს ან პირველლიგურს. ევროპის ჩემპიონატმა გვიჩვენა, რომ ორივე ფეხბურთი შორსაა ევროპული ფეხბურთისგან და რატომ ვცდილობთ იქ "შეტენვას", სადაც არ უნდა "ვეტენებოდეთ"?
უკრაინაში ფეხბურთელი მაგრად ერთობა. რუსეთშიც. გართობა კარგი რამეა. მე მაგრად მეზარება მუშაობა, როცა ვერთობი, მაგრამ თავს ძალას ვატან. ნახევარ საათში მიდის გართობის მოლოდინით აღტყინება და მოდის კმაყოფილება გაწეული შრომით.
უმჯობესია, ნაკლებქერა ლამაზმანს უყურო, ცოტა უარეს მანქანაში იჯდე და მეტი პროგრესი გქონდეს.
ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა. როდის ვისწავლით ჩვენ? როცა უარს ვიტყვით ფეხბურთის გარე ცხოვრებაზე და ვიქნებით ნაღდი პროფესიონალები. ეს ცხადზე ცხადია. თან ფეხბურთი და თან გართობა - ეს ერთად არ გამოდის. იმიტომ არის ფეხბურთელობა ერთ-ერთი ურთულესი პროფესია.
ირლანდიელი სათამაშოდ ინგლისურ პრემიერლიგაში მიდის, უელსელიც, ან, თუ პრიმაა, ესპანეთში. ავსტრიელი ან შინ რჩება, ან გერმანიაში აგორებს ბურთს. რატომ უნდა ვაჯობოთ მათ რუსულ-უკრაინული საშუალო ლეგიონით? მართლაც რთულია!
თავდამსხმელი, როგორც ასეთი...
ადრე ფეხბურთში ოდები, დითირამბები იქმნებოდა ცენტრალური თავდამსხმელების მიმართ. ევროპის დასრულებულმა ჩემპიონატმა ცხადყო, რომ დიდი ტურნირის მოგება ცენტრალური თავდამსხმელის გარეშეც სავსებით შესაძლებელია.სწორედ ასე იმარჯვა ევროპის პირველობაზე პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა.
ლუზიტანელთა მთავარ მწვრთნელს, ფერნანდუ სანტუშს აზრადაც არ მოსვლია, კლასიკური ცენტრფორვარდი გაემწესებინა რომელიმე შეხვედრის დასაწყისში.
ბედის ირონია თუ იყო, რომ პორტუგალიამ ევროპის ჩემპიონატი სწორედ კლასიკური ცენტრფორვარდის გოლით მოიგო. ცუდი ცენტრალური თავდამსხმელია ედერი თუ კარგი, ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია - მისი გოლი რომ არა, პორტუგალია ვერაფრით გახდებოდა ევროპის ჩემპიონი.
მაშ, კლასიკური ცენტრფორვარდები მაინც საჭირონი ყოფილან. აბა, რატომ ვერ გაიბრწყინეს ევროპის ჩემპიონატზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და სხვებმა? მიზეზი ერთია - ფეხბურთი ცენტრფორვარდისგან დღეს უკან დახევას და "შავი სამუშაოს" შესრულებასაც ითხოვს. ესეც და გოლებიც ერთად - იშვიათად გამოდის.
არ უნდა შეგვეშინდეს!
მე არ მიყვარს დაცვითი ფეხბურთი. მეტიც - მძულს ის და ასე განსაჯეთ, არ მომწონებია თვით ჩემი ფავორიტი გუნდის, პორტუგალიის ნაკრების შესრულებით. დიდი ხანია, მინდოდა, პორტუგალიას მოეგო რომელიმე დიდი ტიტული. აგერ, მოიგო, მაგრამ ბოლომდე ვერ ვისიამოვნე...ეს ჩემი შინაგანი განცდაა, მთავარი კი ის არის, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. პორტუგალიამ გაუსწრო ობიექტურად ძლიერ საფრანგეთს, გაუსწრო ობიექტურად ძლიერ გერმანიას და ესპანეთს...
ფაქტია, ჩვენდა სამწუხაროდ, ფეხბურთში მთავარი ხდება არა გოლის გატანა, არამედ - გოლის არგაშვება. ჩემი აზრით, ეს ფეხბურთის უბედურებაა, რომელსაც სასწრაფოდ შველა სჭირდება.
ჩვენ კი არ უნდა გვეშინოდეს - შემადგენლობის უკეთესობამ დღეს მხოლოდ პირობითი ხასიათი მიიღო ფეხბურთში. ვარსკვლავთკრებულს ხშირად საშუალო გაქანების გუნდი ამარცხებს. ოღონდ არ უნდა მოეშვა, წამითაც არ უნდა დაგეკარგოს კონცენტრაცია. თუ შეკრულები ვიქნებით და წამითაც არ მოვეშვებით, თამაში და მოგება ყველასთან შეიძლება!..
რა იგებს თამაშს?
ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ეს იყო - თამაშს იგებდა ზემტკიცე დაცვა. ეს ჩვენ არ მოგვწონს, ფეხბურთის გურმანებისთვის ეს მართლაც რთულად შესაგუებელია, მაგრამ ასეა.თუ არ გაუშვებ, არ წააგებ! - ეს გახდა ამ ევროპის პირველობის მთავარი დევიზი. ჩვენ ვარსკვლავებს სულ შეტევაში ვეძებთ იმიტომ, რომ შემტევი ფეხბურთელი უფრო მეტად ჩანს მინდორზე. ფეხბურთი იცვლება. მე საუკეთესოდ გარეთ ბეილი დავასახელე. გასაგებია, მან აარონ რემზისთან ერთად უელსი ნახევარფინალში გაიყვანა.
და რატომ არ იყო საუკეთესო პეპე? ან ლეონარდო ბონუჩი? ფეხბურთი პეპესა და ბონუჩისკენ მიდის. ასეთ ფეხბურთსაც უნდა მივეჩვიოთ, "კართან ავტობუსის ჩაყენებას" რომ ეძახიან...
სად არის გმირი?
ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ ვერ ვნახეთ გამოკვეთილი ახალი ვარსკვლავი. ვნახეთ რენატო სანჩესი. ისიც, ძალიან გუნდური მოთამაშე. ჩემი აზრი ასეთია: წავლენ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო, რის შემდეგაც ჩვენ ძალიან მოგვენატრება გამოკვეთილი ინდივიდუალისტი, ეგრეთ წოდებული - პრიმა. რონალდომაც ზეგუნდურად ითამაშა ამ ევროპაზე.
თანამედროვე ფეხბურთი ყველას გუნდურობისკენ უბიძგებს. რაღა შორს წავიდეთ, რონალდოც, ბეილიც და ედენ აზარიც უფრო გუნდურები გახდნენ. მესი როგორღაც მარტოა, როგორც ერთი მთავარი ინდივიდუალისტი, მაგრამ არგენტინის ნაკრებში მასაც უჭირდა და, ალბათ, ამიტომ წავიდა (იმედია, დროებით).
ჩვენ ფეხბურთი მაინც გამორჩეული ვარსკვლავების გამო გვიყვარს. სად არის გმირი, რომელსაც ვეძებთ?
ევროფორუმმა ამ კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იბრას თუ უკან თამაში აკლდა და ...
ისე არაა ურიგო ფეხბურთის ისტორიის ცოდნა-რაც თქვენ ეხლა აღმოაჩინეთ-ამ ფეხბურთს კიევის დინამო სამოციანი წლების ბოლოდან ნერგავდათავს ვერ დავდებ, მაგრამ გამიგა,რომ კლასიკური ტოტალური ფეხბურთი გიგა ნორაკიძის მოგონილია...
როგორც იქნა მიდის უკვე საზოგადოებრივი აზრი იქამდე და ჟურნალისტებიც უკვე თამამად წერენ უკვე იმას რომ ქართველი ფეხბურთელისთვის რუსეთში და უკრაინაში თამაში დამღუპველია, რომ 1998-2008 (მერეც მაგრამ უკვე აზრი აღარ ჰქონდა) წლების მიგრაციამ გააბანძა და გააჩაჩანაკა ჩვენი ფეხბურთი, აბსოლუტურად ვერცერთმა იქ წასულმა ქართველმა ფეხბურთელმა იმაზე ოდნავ უკეთაც კი ვერ ითამაშა ვიდრე საქართველოში თამაშობდა, მარტო ვოლგებს, ტრაქტორებს და .....ებს არ ეხება ეს, ეს ეხება ყველა გუნდს შახტარის, დინამო კიევის, ზენიტის და სპარტაკის ჩათვლით, ყველა იძახის ტრამპლინიაო და 19 წლის მანძილზე (რაც კალაძე კიევში წავიდა და იქიდან მილანში) ერთი მუჯირის ტრანსფერი მახსენდება შერიფიდან შტურმში და ოქრიაშვილის ჩერნომორეციდან გენკში (კანკავაც იყო მაგრამ სიბერეში), დანარჩენები ისევ იმ პოსტსაბჭოურ ჭაობში ჩარჩნენ და ჩამყაყდნე და გაიყოლეს იმ ჭაობში ჩვენი იმედები... ხშირად წერეთ და იქნებ ეხლა თუ არა ოდესმე შევიდეს ვინმეს თავში...