დრო ჩაირთო - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას აგენტს ულტიმატუმი წაუყენა

AutoSharing Option
Il Mattino-ს ინფორმაციით, "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს ულტიმატუმი წაუყენა. "პარტენოპეიმ" ქართველის წარმომადგენლებს შეუთვალა, რომ ახალი კონტრაქტის საკითხი აუცილებლად მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა მოგვარდეს. 

პარარელურად, "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ გუშინ DAZN-თან საუბარში თქვა, რომ ხვიჩასთან და მის გარემოცვასთან ღია დისკუსიები მიმდინარეობს, რათა მოკლევადიან პერსპექტივაში იპოვონ გამოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები სეზონის ბოლომდე აღარ გაიმართება.

მოგეხსენებათ, "პარტენოპეი" კვარაცხელიას გასამრჯელოდ 6 მილიონ ევროს სთავაზობს, ქართველის მხარე კი 8 მილიონს ითხოვს.

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ჩვენებურს შრომით ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევროს
ჩაწერა უნდა, რაც "ნაპოლის" არ აწყობს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ლაურიენტისს ეტყობა მონათმფლობელის სისხლი აქვს, რას ქვია მარტო მის პირობებს უნდა დათანხმდე და მეორე მხარე ფეხებზე დაიკიდო?! კვარას აქვს ოსიმენის კარგი მაგალითი, როგორ ცდილობს მონათფლობელი ლაურიენტა მისი მომავლის განადგურებას, როგორი ბედნიერია ეხლა ოსი რომ ნაპოლისგან შორს არის და წარმატებებს აღწევს ახალ გუნდში, ასე იქნება კვარაც შემთხვევაშიც, არ გაწირავს ღმერთი, მთავარია მის პოზიციაზე დადგეს მყარად, დასაკარგი რა აქვს, პირიქით
გია
22:11 04-11-2024
1
არ დაუთმოდ მაგ ბოზებს
კაკო
22:11 04-11-2024
0

სიახლეები პოპულარული