ფარერების ნაკრების კაპიტანს, რომელიც მშენებლობაზე მუშაობს, ევრო 2016-ის მატჩში სათამაშოდ არ უშვებენ

AutoSharing Option
ფარერების ნაკრების კაპიტანი ფროდი ბენიამინსენი ერთობ უცნაური მიზეზის გამო ვერ შეძლებს რუმინეთთან ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მონაწილეობას, რომელიც 29 მარტს პლოეშტიში გაიმართება.

საქმე ისაა, რომ 37 წლის ნახევარმცველი პროფესიით მშენებელია და ამ დღეს სამსახურში დასვენების დღე არ უწევს. არადა, მშენებელ-ფეხბურთელი ბენიამინსენი ეროვნულ გუნდში 1999 წლიდან გამოდის და მას შემდეგ ნაკრების მაისურით 84 მატჩი აქვს ჩატარებული.

ფარერის კუნძულები - შოტლანდიასა და ისლანდიას შორის, ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ფარერები არაა სუვერენული სახელმწიფო და ის დანიის შემადგენლობაშია ავტონომიის
სტატუსით, ნაკრები საერთაშორისო ტურნირებზე დამოუკიდებლად 1988 წლიდან ოფიციალურად გამოდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული