პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო თბილისშია

AutoSharing Option
ფოტო: პორტუგალიის ნაკრების ბოლო ვარჯიში თბილისში გამოფრენის წინ
4 ივნისს თბილისს პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, 2014 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი კრიშტიანო რონალდო ესტუმრა.

ჩვენი ინფორმაციით, რონალდო, პორტუგალიის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად, თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა და სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" დაბინავდა.

პორტუგალიის ნაკრებს 13 ივნისს ერევანში, სომხეთის ნაკრებთან ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩი ელის. მოსამზადებლად პორტუგალიელებმა კი თბილისი არჩიეს.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მათი სრული დელეგაცია საქართველოს დედაქალაქში 7 ივნისს იქნება, აქ ოთხი დღით გაჩერდება, შემდეგ კი სომხეთში გადავა.

პორტუგალიის
ნაკრების ვარჯიშები თბილისში დახურული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
პორტუგალიის ნაკრების პრეს-ცენტრის ცნობით 06.06.2015 19-სთ-ზე ნაკრების ლიდერ კრიშტიანო რონალდოს ერთი საათით გაათავისუფლებენ ვარჯიშიდან რომ მისით შეპყრობილ ადამიანებს მიეცეთ მის წინაშე დაჩოქვისა და თაყვანისცემის საშუალება... აბა თქვენ იცით
qomagi
21:12 05-06-2015
0
რა გაუტყდებოდათ სომხებს :დ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული