ოსლოში ნორვეგიას აზერბაიჯანისთვის რომ მოეგო, ხორვატიასთან სხვაობას ორ ქულამდე შემაცირებდა, იტალიას გაუთანაბრდებოდა და ბულგარეთზე 4-ით წინ იქნებოდა, მაგრამ სკანდინავიელებს ვერც ახალგაზრდა ტალანტის, მარტინ ედეგორის აქტიურობამ უშველა.
სპლიტში კი ფანების იქამდელი ცუდი საქციელების გამო ხორვატია ცარიელ სტადიონზე მასპინძლობდა იტალიას, რომელსაც 2 ქულით უსწრებდა და სტატუს-ქვო ძალაში დატოვა. აპენინელები ხორვატებთან ისევ მოუგებლები არიან. არადა, უკვე მერამდენე მცდელობიდან.
ანტონიო კონტე და
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მარიო მანჯუკიჩმა პენალტი ცუდად დაარტყა და მას ჯიჯი ბუფონმა აუღო. მალევე სტეფან ელ შაარავიმ წესების სრული დაცვით გაიტანა, მაგრამ ლაინსმენმა ოფსაიდი დააფიქსირა, ხოლო წამებში მანჯუკიჩმა მაინც შეაგდო და თუკი სადმე იყო ოფსაიდი, მაშინ სწორედ ამ შემთხვევაში.
ატკინსონმა კიდევ რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, ბოლოს კი დარიო სრნა გააძევა, კლაუდიო მარკიზიოს მოჩეხვისთვის. ანგარიში კი ანტონიო კანდრევამ გაათანაბრა პანენკას სტილში ელეგანტური პენალტით.
ბუფონი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებში 50 თამაში დააგროვა.
ევრო 2016. შესარჩევი. H ჯუფი. VI ტური
12 ივნისი
მალტა-ბულგარეთი 0:1
გოლი: 0:1 პოპოვი (58)
მალტა (4-4-2): ჰეიბერი - ა. მუსკატი (63. ერერა), აგიუსი, კამილიერი, ზ. მუსკატი - ფენეკი, ბრიფა (76. შემბრი), რ. მუსკატი, ფაილია - ეფიონგი, მიფსუდი (84. კოენი)
ბულგარეთი (4-1-4-1): მიტრევი - ბანდალოვსკი, ა. ალექსანდროვი, ბოდუროვი, მინევი - პოპოვი (81. ჩოჩევი) - გაჯევი, მანოლევი, მ. ალექსანდროვი (75. მილანოვი), დიაკოვი - მიცანსკი (90. ვასილიევი)
შენიშვნა: მიცანსკიმ ვერ გამოიყენა პენალტი (45)
გაფრთხილება: აგიუსი, ზ. მუსკატი, კამილიერი, ფენეკი - მ. ალექსანდროვი, დიაკოვი
კუთხური: 1-2 ჯარიმა: 20-19 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 13(5)-22(4) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 3 924
ნორვეგია-აზერბაიჯანი 0:0
ნორვეგია (4-4-2): ნილანდი - ელაბდელაუი, ფორენი, ჰოვლანდი, ჰეგლი - ედეგორი, იოჰანსენი, ნორდტვეიტი, სკიელბრედი (52. ჰელანდი) - კინგი (79. დიომანდე), სოდერლუნდი (68. ეიკრემი)
აზერბაიჯანი (4-3-3): აღაევი - მედვედევი, ჰუსეინოვი, სადიგოვი, დაშდამიროვი - ჰუსეინოვი, ქარაიევი, ამირქულიევი - ისმაილოვი, ნაზაროვი (90+3. ყურბანოვი), ქურბანოვი (81. ნადიროვი)
გაფრთხილება: - დაშდამიროვი
კუთხური: 7-2 ჯარიმა: 12-11 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 15(2)-11(2) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 21 228
ხორვატია-იტალია 1:1
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (11), 1:1 კანდრევა (36-პენ.)
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - სრნა, ვიდა, შილენფილდი, პრანიიჩი (72. ვრსალიკო) - ბროზოვიჩი, რაკიტიჩი - ოლიჩი (46. რებიჩი), კოვაჩიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი
ბულგარეთი (4-1-4-1): ბუფონი (46. სირიგუ) - დე სილვესტრი (27. დე შილიო), ბონუჩი, ასტორი, დარმიანი - პირლო - კანდრევა, პაროლო, მარკიზიო, ელ შაარავი (80. რანოკია) - პელე
შენიშვნა: მანჯუკიჩმა ვერ გამოიყენა პენალტი (7)
გაფრთხილება: მანჯუკიჩი, ოლიჩი, სრნა, რებიჩი, კოვაჩიჩი, სრნა - ბუფონი, პაროლო, მარკიზიო
გაძევება: სრნა (90)
კუთხური: 3-6 ჯარიმა: 20-10 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 12(4)-7(5) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: -
ა გთ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 6 4 2 0 16-3 14
2. იტალია 6 3 3 0 9-5 12
3. ნორვეგია 6 3 1 2 7-8 10
4. ბულგარეთი 6 2 2 2 7-7 8
5. აზერბაიჯანი 6 1 1 4 4-11 4
6. მალტა 6 0 1 5 1-10 1
მომდევნო ტური:
3 სექტემბერი:
აზერბაიჯანი-ხორვატია; ბულგარეთი-ნორვეგია; იტალია-მალტა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"