ევრო 2016: ხორვატიას ქულა დააკლეს

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრებს ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში ერთი ქულა ჩამოაკლეს. გუნდი უახლოეს ორ თამაშს ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებს, ხოლო ფედერაცია 100 ათას ევროს გადაიხდის.

ამასთან, ამ შესარჩევ ციკლში დისკვალიფიკაცია მიეცა სპლიტის სტადიონ "პოლიუდს" - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო უეფას სადისციპლინო კომიტეტმა. ხორვატიას სამი დღე აქვს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს ხორვატიის ნაკრები იტალიას ცარიელი ტრიბუნების წინ მასპინძლობდა. იტალიელმა სტუმრებმა აღმოაჩინეს, რომ მოედანზე სვასტიკა იყო ამოტვიფრული და ეს უეფას წარმომადგენელს შეატყობინეს. მოედნის ეს მონაკვეთი ტაიმებს შორის შესვენებაზე დაამუშავეს, მაგრამ ამან მასპინძლებს არ
უშველა.

ეს თამაში, რომელიც 1:1 დასრულდა, ცარიელი ტრიბუნების წინ იმიტომ მიმდინარეობდა, რომ ხორვატია საკუთარი გულშემატკივრების უგვანო ქცევისთვის იყო დასჯილი ნორვეგიელებთან თამაშში.

ქულის ჩამოკლების მიუხედავად, ხორვატია H ჯგუფის ლიდერია. ის იტალიას ქულით, ხოლო ნორვეგიას ორი ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული