ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი: ირლანდია-გერმანიის მეოცე რაუნდი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და გიბრალტარის გუნდის მატჩის გარდა, D ჯგუფში კიდევ ორი დაპირისპირებაა. აქედან დუბლინური მატჩი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია.

ჯგუფში პლეი ოფის საგზური გარანტირებული აქვს გერმანიას, ფინალურ ეტაპზე გასვლა შეუძლიათ ირლანდიასა და პოლონეთსაც. აი, შოტლანდიელთა მაქსიმუმი კი მხოლოდ პლეი ოფის ბილეთია.

ირლანდიის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელსაც შეუძლია, მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია საგზურის გარეშე დატოვოს. არადა, გერმანიას საგზურის მოსაპოვებლად ფრეც ჰყოფნის.

შარშან ამ ორი გუნდის შეხვედრა გერმანიაში მოულოდნელი ანგარიშით, 1:1 დასრულდა. ირლანდიელებს გერმანელებთან წინა 19 დაპირისპირებიდან 5 მოგებული აქვთ, გერმანელებმა კი 9-ჯერ იმარჯვეს.

დისკვალიფიკაციის გამო მასპინძლებს ჯეიმს მაკლინი და გლენ უელანი დააკლდებიან.

"ჰემპდენ პარკზე" შოტლანდიამ აუცილებლად უნდა მოუგოს პოლონეთს, რომ პლეი ოფისთვის ბრძოლა გააგრძელოს. თბილისში დამარცხებულ სქოთებს ორივე დარჩენილი მატჩის მოგება მართებთ, თუმცა ბოლო ტურში მათ იოლი ამოცანა აქვთ გადასაჭრელი - მეტოქედ გიბრალტარი ჰყავთ.

პოლონეთის ნაკრები საფრანგეთის საგზურს მოიპოვებს, თუ გლაზგოში მოიგებს და დუბლინში გერმანია არ დამარცხდება. მასპინძლებს დისკვალიფიცირებული ჯეიმს მორისონი არ ეყოლებათ.

ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. IX ტური
8 ოქტომბერი
საქართველო-გიბრალტარი 20:00
ირლანდია-გერმანია 22:45
შოტლანდია-პოლონეთი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 8 6 1 1 22-7 19
2. პოლონეთი 8 5 2 1 29-7 17
3. ირლანდია 8 4 3 1 17-5 15
4. შოტლანდია 8 3 2 3 14-10 11
5. საქართველო 8 2 0 6 5-14 6
6. გიბრალტარი 8 0 0 8 2-46 0

ბოლო ტური
11 ოქტომბერი
გერმანია-საქართველო, გიბრალტარი-შოტლანდია, პოლონეთი-ირლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ უნდა დატოვოს ირლანდიამ გერმანია ჯგუფში იქნებ ავტორმა განგვიმარტოს:)) რომც დამარცხდეს ბოლო ტურში გერმანია საქართველოს ხვდება და ალბათ ფიქრობს რომ საქართველო მოუგებს გერმანიას:)))
ფანი
08 ოქტომბერი 2015 13:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული