* იკერ კასილიასმა ესპანეთის ნაკრებში 166-ედ ითამაშა და ამით ევროპის ყველა დროის ყველაზე მეტკეპიანი ფეხბურთელის, ლატვიელი ვიტალი ასტაფიევსის რეკორდი გაიმეორა. მსოფლიოში ეს მეექვსე შედეგია.
* "ბარსელონას" ნახევარმცველ სერხი რობერტოს ესპანეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.
* რუმინეთის ნაკრები მატჩის წინ მოედანზე ნომრებიანი მაისურების ნაცვლად განტოლებებით გავიდა, ეროვნული განათლების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით.
წუხელ ევროპის ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა კლუჟში ამხანაგური მატჩი გამართა რუმინეთის გუნდთან. ორივე გუნდი აგრძელებს ევრო 2016-ისთვის მზადებას.
"ფურია როხამ" ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა და კვლავ ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება. თუკი იტალია ევროპული ფეხბურთის გრანდია, რუმინეთზე ამას ვეღარ ვიტყვით. როგორც ჩანს, ვისენტე დელ ბოსკეს ევრო 2016-მდე თავისტკივილი და საფიქრალი არ გამოელევა.
ბურთს ძირითადად, ესპანეთის ნაკრები ფლობდა, მაგრამ კარისკენ უფრო ხშირად მასპინძლები ურტყამდნენ, მაგრამ ამას შესაშური უზუსტობით აკეთებდნენ - 19 დარტყმიდან იკერ კასილიასის "ლუკმა" მხოლოდ ორი გახდა.
"გაუფერულებული როხა", - ასე დაასათაურა სტატია "მარკამ". მოგეხსენებათ, "როხა" (წითელი) ესპანეთის ნაკრების შერქმეული სახელია.
"ექსპერიმენტებმა არ გაამართლეს, "როხა" ნელნელა კარგავს გრანდის რეპუტაციას, ზაფხული კი კარგს მოგვადგა", - ვკითხულობთ სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მოქმედი ევროპის ჩემპიონია, საფრანგეთში ესპანელებს ჯგუფურ ეტაპზე ჩეხებთან, თურქებთან და ხორვატებთან მოუწევთ თამაში.
27 მარტი
რუმინეთი-ესპანეთი 0:0
ესპანეთი (4-2-3-1): კასილიასი - მარიო გასპარი, პიკე (52. ნაჩო), ბარტრა, ალბა - ს. რობერტო (60. ფაბრეგასი), კოკე - პედრო (67. მატა), დ. სილვა (79. მორატა), ნოლიტო (46. ისკო) - პ. ალკასერი (60. ადურისი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
01:01 28-03-2016
რუმინეთი-ესპანეთი 0:0 - გაუფერულებული წითელი [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული