ლევან კობიაშვილი: ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი

AutoSharing Option
გორში გამართული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენელებთან განვლილი ჩემპიონატი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შეაჯამა.

"პირველ რიგში მინდა გამარჯვებულს მივულოცო, ასევე ტურნირის ყველა მონაწილეს. მართლაც ღირსეული გამარჯვებული ჰყავს ტურნირს. ამასთანავე ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ, რომ ჩემი აზრით ეს იყო ძალიან წარმატებული ჩემპიონატი. ეს უეფამ და გუნდების წარმომადგენლებმაც აღნიშნეს. აქვე მინდა გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს დიდი მადლობა გადავუხადო.

გრძელვადიანი ტურნირის დროს მრავალ სირთულესთან გვაქვს საქმე, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი და შეგვიძლია, ვიამაყოთ. კიდევ
ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ბევრი იშრომა და ეს სანახაობა აჩუქა გულშემატკივარს.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი თამაში ჩატარდეს რეგიონებში. გორმა კი, პირველი თამაშიდან გამომდინარე დაიმსახურა, რომ ფინალური შეხვედრა აქ ჩატარებულიყო. ამ იდეამ ნამდვილად გაამართლა და მსურს ადგილობრივ ხელისუფლებასა და გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო"

- U19: ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონია [VIDEO]

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
თქვენი წარმატებების გამო მთელი საქართველო "საქებარ სიტყვებს" გიგზავნის
მურთაზი
17 ივლისი 2017 10:02
0
ლევან ბიძიკო, რაში გამოიხატება თქვენი წარმატება?
nini
17 ივლისი 2017 09:16
0
ესეგი გაგიჯდება კაცი,ამდენი უსაქმური და ამდენი მოღალატე როგორ ეტევა ამ პატარა მიწაზე გაოგნებული ვარ.10 ადამიანიდან 8-9 კაცი მოღალატეა პოტენციურად. ანუ რომ შესთავაზოთ ფული და კაი ცხოვრება, დაგთანხმდებათ ღალატზე?!
halagaji
17 ივლისი 2017 07:54
0
შენ თვითონ რისი მაქნისი ხარ?
zurab
16 ივლისი 2017 21:01
0
ლევან,ტურნირების კარგად ორგანიზება არ ნიშნავს ფეხბურთის აღოღძინებას,ამ მხრივ ვერაფერიც ვერ გააკეთე,ქართული ფეხბურთი ამაზე ქვემოთ არასოდეს ყოფილა.შენ კი მხოლოდ შენი თავისთვის ზრუნავ,ვერც პარლამენტში აკეთებ რამეს და ვერც ფედერაციაში.ან გამოდი პარლამენტიდან და შეუდექი შენი უშუალო საქმის კეთილსინდისიერად შესრულებას, ან გადადექი...
status quo
16 ივლისი 2017 19:42
0
ცხონებული პეტრიაშვილი აღარ გვყავს უეფაში და აწი ვინ იქნება მსგავსი ტურნირების მასპინძლობაზე ლობისტი
Irakli apkhaidze
16 ივლისი 2017 19:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული